“საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” - გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ახალი პროექტი

28.11.23 12:02
“საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” - გირჩი-მეტი თავისუფლებისა და დროას ახალი პროექტი

“საარჩევნო ყუთი შენს ქალაქში” - ჯაფარიძე- ხოშტარიას გაერთიანება საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისთვის ახალ კამპანიას იწყებს. ოპოზიციონერი ლიდერები საარჩევნო უბნების გახსნას იმ ქალაქებში ითხოვენ, სადაც ბევრი ემიგრანტია, თუმცა საქართველოს საკონსულო არ არსებობს. არსებული მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია, თუმცა საარჩევნო უბნების არ არსებობის გამო მათი ხმები იკარგება.

"დროა" და "გირჩი - მეტი თავისუფლება" დარწმუნებულია, რომ 1 წელი ის გონივრული ვადაა, რომელიც საკმარისია საიმისოდ, რომ ყველა დიდ ქალაქში მცხოვრეი ქართველები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში ჩაერთონ და მათ ქალაქებში საარჩევნო უბნები გაიხსნას. ისინი ასევე, ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, აღნიშნულ კამპანიაში ჩაერთონ.

საქართველოს საარჩევნო კოდექსში ჩანაწერის მიხედვით თუ ნებისმიერ ქალაქში ცხოვრობს 50-ზე მეტი ემიგრანტი საქართველოდან, მათ აქვთ უფლება, მოითხოვონ საარჩევნო ხმა მიუხედად იმისა, იმყოფებიან თუ არა ისინი სახელმწიფო აღრიცხვაზე. დღეის მდგომარეობით, საქართველოს გარეთ იმყოფება საარჩევნო ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი მოქალაქე. ჩვენ მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებას, მათ შორის, პოლიტიკურ პარტიებს ჩაერთონ ამ პროცესში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც ამჟამად ცხოვრობს საკმარისი რეოდენობა საქართველოს მოქალაქეები, რომ დავიწყოთ საარჩევნო უბნის გახსნის პროცედურები, - განაცხადა ზურა ჯაფარიძემ.  

პრესსამსახურის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, გაერთიანება მოუწოდებს ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა რათა მოხდეს უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დაწყება.

„საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ჩანაწერის მიხედვით, უცხო ქვეყნის ნებისმიერ ქალაქში მცხოვრებ მინიმუმ 50 ემიგრანტს შეუძლია მოითხოვოს საარჩევნო უბნის გახსნა, მიუხედავად იმისა იმყოფებიან თუ არა საკონსულო აღრიცხვაზე. არსებული მონაცემებით, ქვეყნის ფარგლებს გარეთ ხმის უფლების მქონე დაახლოებით მილიონი პირია.

მოვუწოდებთ ყველა დაინტერესებულ საზოგადოებრივ ჯგუფს, მათ შორის პოლიტიკურ პარტიებს, ჩაერთონ ამ პროექტში და დაგვეხმარონ იმ ქალაქების იდენტიფიცირებაში, სადაც არსებობს საქართველოს მოქალაქეთა საკმარისი რაოდენობა რათა მოხდეს უბნის გახსნისათვის საჭირო პროცედურის დაწყება.

ასევე, მოვუწოდებთ საზღვარგარეთ მცხოვრებ ჩვენს მოქალაქეებს, შეავსონ სპეციალური ფორმა, რომელიც დაეხმარება პროექტის ჯგუფს მათთან კომუნიკაციაში, ან დაგვიკავშირდნენ „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ან „დროას“ ფეისბუქგვერდებზე.

საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების აქტიურობას 2024 წლის არჩევნებზე, შესაძლოა კრიტიკული მნიშვნელობა ჰქონდეს არჩევნების შედეგების განსაზღვრის თვალსაზრისით“, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები