უნდა ვაიძულოთ ხელისუფლება, რომ ქართველი სტუდენტების ბინის ქირის თანადაფინანსება მოხდეს - ენმ-ს ახალგაზრდული
“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანი იგორ ნარმანია და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივნის მოადგილე ირაკლი ფავლენიშვილი სტუდენტებთან ერთად უერთდებიან მიხეილ სააკაშვილის ინიციატივას სტუდენტებისთვის ბინის ქირის თანადაფინანსებასთან დაკავშირებით.
იმ პირობებში, როდესაც, რუსული ოცნების კოლაბორაციონისტული პოლიტიკის გამო, მინიმუმ 100%-ით გაძვირდა ბინები თბილისში, და ნახევრად ლეგალური თუ არალეგალური გზებით შემოსული თანხები ხმარდება მხოლოდ და მხოლოდ კორუფციას და რუსული ოცნების წარმომადგენლების ოჯახის წევრების ჩარტერებით ფრენას ევროპულ უნივერსიტეტებში
იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს უწევთ ყოველდღიურ რეჟიმში, გაუსაძლის პირობებში შრომა, რომ თავი ირჩინონ ამ ისედაც მძიმე მდგომარეობის კიდევ უფრო დამძიმება ხდება ოკუპანტი სახელმწიფოს მოქალაქეების შემოსვლის ხარჯზე, ეს არის დამატებით ჩადენილი ახალი დანაშაული სტუდენტების მიმართ, ამიტომ აუცილებელია, ვაიძულოთ ხელისუფლების, რომ ქართველი სტუდენტების ბინის ქირის თანადაფინანსება მოხდეს იმ პირობებში, როდესაც ჩემს თანატოლებს გაუსაძლის პირობებში უწევთ შრომა და ვერ ახერხებ სრულფასოვანი განათლების მიღებას.“ - განაცხადა იგორ ნარმანიამ
„მიხეილ სააკაშვილმა ეს ინიციატივა გააჟღერა, მნიშვნელოვანია ერთიანობა პოლიტიკური პარტიების, სამოქალაქო ჯგუფების, ეს არის ეროვნული პრობლემა, ეს არ გახლავთ პარტიული პრობლემა, ეს არ გახლავთ პრობლემა, რომელიც ახალგაზრდებს უკავშირდება, რადგან ეს არის ჩვენი ქვეყნის პრობლემა, დემოგრაფიული კრიზისია ქვეყანაში, ამ კრიზის შემქმნელია კრემლი, “რუსული ოცნება” თავისი პოლიტიკით. ასი ათასზე მეტი რუსი შემოვიდა, ყიდულობს ბინებს, ამის გამო ქართველ ახალგაზრდებს უწევთ ემიგრაციაში წასვლა და ძალიან მძიმე პირობებში მუშაობა. ქართველებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, რომ ისწავლოს საქართველოში, იცხოვრონ საქართველოში და რუსებმა ვერ უნდა შეძლონ საქართველოს გარუსება.” - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა
"გავაერთიანოთ ჩვენი ძალები და ვაიძულოთ მთავრობა დაასუბსიდიროს სტუდენტების მიერ ბინის ქირაობა" - მიხეილ სააკაშვილი ახალი ინიციატივით გამოდის. საქართველოს მესამე პრეზიდენტი "გამარჯვების კოალიციას", სხვა ოპოზიციურ პარტიებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს სტუდენტების საკითხის ირგვლივ გაერთიანებისკენ მოუწოდებს. მიხეილ სააკაშვილი წერს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით საჭიროა პეტიციის შედგენა.