სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს - სამადაშვილი
"რუსული ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა" - ამის შესახებ „ლელოს” წევრმა, დეპუტატმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, "ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას, ანუ თვითლიკვიდაციას მოახდენს".
პოლიტიკოსის თქმით, „ლელოს“ გზავნილი არის მარტივი, მათ დაინიცირებული აქვთ ევროკავშირის მოთხოვნის შესასრულებელი ინიციატივები პარლამენტში.
დეპუტატი მოუწოდებს სახელისუფლებო გუნდს, დაიწყონ ამ ინიციატივების განხილვა.
"ეს არის გზა ევროკავშირის მოთხოვნების შესასრულებლად“ - თქვა მან.
„ლელო“ დიდი ხანია კონსტრუქციულად არის ჩართული ევროკავშირის მოთხოვნების შესრულებაში, ეს აისახება იმაში, რომ ჩვენს მიერ გასული წლის მანძილზე დაინიცირებულია არაერთი საკანონმდებლო ინიციატივა, რომელიც რუსულმა ხელისუფლებამ დღის წესრიგშიც კი არ შეიტანა. რუსულმა ხელისუფლებამ ჩააგდო ევროკავშირის ყველა მოთხოვნის შესრულება და ამიტომ არის დღეს წარმოდგენილი პირობებით კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესი. ძალიან სულელი უნდა იყო, გჯეროდეს, რომ რუსი ოლიგარქი ივანიშვილის ხელისუფლება დეოლიგარქიზაციას მოახდენს ანუ თვითლიკვიდაციას, ამიტომ რუსული ხელისუფლების არანაირი სამოქმედო გეგმის, არანაირი ფუჭი დაპირების ამ ქვეყანაში არავის არ სჯერა. ჩვენ მივიღეთ სტატუსზე დადებითი დასკვნა ევროკომისიისგან მიუხედავად მათ მიერ ჩაგდებული მოთხოვნებისა", - განაცხადა სამადაშვილმა.