ლევან ხაბეიშვილმა უნდა დატოვოს თანამდებობა - გიორგი მუმლაძე

28.11.23 13:01
ლევან ხაბეიშვილმა უნდა დატოვოს თანამდებობა - გიორგი მუმლაძე

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საორგანიზაციო მდივანი და პოლიტსაბჭოს მოქმედი წევრი, გიორგი მუმლაძე ლევან ხაბეიშვილის გადადგომას ითხოვს -   საგანგებო განცხადება, მან  რამდენიმე წუთის წინ, პარლამენტის წინ გააკეთა.

მუმლაძე ითხოვს, მოიწვიონ მასშტაბური ყრილობა, სადაც მაღალი ლეგიტიმაციის მქონე პოლიტსაბჭო დაკომპლექტდება, რაც პარტიაში კრიზისს დაძლევს. 

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ლევან ხაბეიშვილმა ვერცერთი პირობა ვერ შეასრულა, რაც მან წინასაარჩევნოდ გასცა. 

ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა და ქმედებები არ უწყობს ხელს კონსოლიდაციას და თანამებრძოლებში ერთიანობის განცდას.

ამ შემთხვევაში გამოსავალია, აიღოს პასუხისმგებლობა, დატოვოს თანამდებობა და ამის შემდეგ მოწვეულ იქნას მასშტაბური ყრილობა, სადაც ღიაობის, ჩართულობის, პარიტეტული საწყისების და რა თქმა უნდა მიხეილ სააკაშვილის ინტერესებიდან გამომდინარე, დაკომპლექტდება ახალი, ბრძოლისუნარიანი ადამიანებით და ეს პოლიტსაბჭოს აირჩევს როგორც სათათბირო ორგანოს ხელმძღვანელს, ისე აღმასრულებელი რგოლის ხელმძღვანელ თანამდებობებს" - თქვა მუმლაძემ.

მსგავსი სიახლეები