"ოცნების" დეოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმა - ვინ ჩაერთვება განხილვაში?
ვინ ჩაერთვება "ოცნების" მიერ საიდუმულოდ დამტკიცებული სამოქმედო გეგმის განხილვაში? - ოპოზიციის დიდი ნაწილი ამ პროცესში მონაწილეობას არ აპირებს, თუცმა საბოლოო გადაწყვეტილებას კონსულტაციების შემდეგ გამოცხადებენ.
პროდასავლურ ოპოზიციური პარტიებში ფიქრობენ, რომ დეოლიგარქიზაციის წინააღმდეგ "ოცნება" ნაბიჯებს არ გადადგამს, ამიტომ სამუშაო ჯგუფებში მათი ჩართულობა არაფრის მომცემი და ფორმლაური იქნება.
ჩვენ, სავარაუდოდ, არანაირ სიმულაციურ პროცესებში მონაწილეობას არ მივიღებთ. ჩვენ დაინიცირებული გვაქვს კანონპროექტები, კეთილი ინებოს პაპუაშვილმა და ეს კანონპროექტები შეიტანოს დღის წესრიგში. კანდიდატის სტატუსზე ევროკომისიამ დაგვიწერა დადებითი ასკვნა მიუხედავად საბოტაჟისა, რომელიც განახორციელა "ქართულმა ოცნებამ". ზუსტად ასევე არ შეასრულებს ოლიგარქის ხელისუფლება ევროკავსირის არცერთ მნიშნელოვან მოთხოვნას, 9 პუნქტის ჩამონათვალი რა არის, ამიტომ დოირს კარგვას "ქართულ ოცნებასთან" ჩვენ არ ვაპირებთ, - ამბობს "ლელოს" წევრი სალომე სამდაშვილი.
ამავე აზრს იზიარებს "სტრატეგია აღმაშენებელიც".
ეს ემსახურება ფასაის შექმნას, თითქოს "ქართული ოცნება" მიდის ევროპაში, თითქოს "ქართული ოცნება" ასრულებს რეკომენდაციებს, მაგრამ ჩვენ ვნახეთ, რომ იმ 12 პუნქტიდან მხოლოდ 3 იყო შესრულებული და დაიმატეს კიდევ ვალებულებები, - ამბობს პაატა მანჯგალაძე.
უკვე ცნობილია, რომ "ოცნების" შეთავაზებას "გირჩი " და გახარიას პარტია იღებს.
"ქართული ოცნება" კი აცხადებს, რომ აღნიშნულ პროცესში ოპოზიციის ჩართულობა მნიშვნელოვანი არ არის, რადგან ხელისუფლებამ კანდიდატის სტატუსის მირება ოპონენტების ჩართულობის გარეშეც მოახერხა.
სამოქმედო გეგმა მომზადდა, გაიგზავნა უკვე ევროკომისიაში. რაც შეეხება ინკლუზიურობას, ინკლუზიორბას ითვალისწინებს თავად ეს დოკუმენტი, სამოქმედო გეგმა, თითოეული პუნქტი არის გაწერილი სწორედ ამ სულისკვეთებით და მითითებულია, რომ პროცესები წარიმართება ინკლუზიური ფორმით. თქვენ ნახეთ, რომ ჩვენ ცალმხრივადაც მოვახერხეთ კანდიდატის სტატუსის მიღება ყოველგვარი მათი ჩართულობის გარეშე. ქვეყანა არ დაიქცევა თუ არ ჩაერთვებიან ამ 9 პუნქტის შესსრულებაში, მაინც წაიწევს ჩვენი ქვეყანა წინ, - განაცხადა კობახიძემ.