"დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას" - მესამე სექტორი EU-ს ქვეყნების საელჩოებს მიმართავს

28.11.23 14:18
"დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას" - მესამე სექტორი EU-ს ქვეყნების საელჩოებს მიმართავს

"დაუჭირეთ მხარი საქართველოს ევროინტეგრაციას და კანდიდატის სტატუსის მინიჭებას" - ამ მოთხოვნით მესამე სექტორი საბერძნეთის მთავრობას მიმართავს. ამ წუთებში გავლენიანი არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები საბერძნეთის საელჩოსთან იკრიბებიან, სადაც წერილს საბერძნეთის ელჩს გადასცემენ. დოკუმენტში წერია, რომ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე საბერძნეთის ლობირების იმედი აქვს.

არასამთავრობოები აპირებენ, 15 დეკემბრამდე ევროკავშირის 27-ვე ქვეყნის საელჩოში მივიდნენ და ყველას სთხოვონ კანდიატის სტატუსზე მხარდაჭერა.

გადავწყვიტეთ, რომ თითოეულ ევროკავსირის წევრ სახელმწიფოს საელჩოში მივიდეთ და გადავცეთ მათ წერილები, მათი მთავორბის მეთაურებს და პარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტებზე, სადაც ჩვენ ვთხოვთ მათ, რომ ის რეკომენდაცია, რომელიც გასცა კომისიამ, დატოვონ ძალაში და საქართველოს მისცენ შანსი, რომ დაუახლოვდეს ევროკავშირს. ეს არის ძალიან მნიშნელოვანი და დღეს უკვე ვიწყებთ ამ შეხვედრებს და მოვივლით და მივალთ აბსოლუტურად ყველა საელჩოსთან, შევხვდებით ყველა ელჩს და გადავცემთ ამ თხოვნას. ძალიან მნიშნელოვანია, რომ ყველა ის პოლიტიკური ძალა, რომელიც წარმოდგენილია, მათ შორის, პარლამენტში ამ პროცესში იყოს ჩართული. ჩვენ ვხედავთ, რომ ბოლო წლებია მთავრობა იზოლაციის პოლიტიკას ირჩევს, როდესაც , ფაქტობრივად, გარიყავს კონკრეტულ ადამიანებს კონკრეტული პროცესებიდან. ეს არის ცუდი, ეს მათ პრობლემაზე მიუთითებს, - ამბობს "საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველოს" ხელმძღვანელი ეკა გიგაური. 

 

მსგავსი სიახლეები