"ივანიშვილის მიზანია, თბილისი კრემლის კლანჭებში მოაქციოს" - "POLITICO"

28.11.23 14:59
"ივანიშვილის მიზანია, თბილისი კრემლის კლანჭებში მოაქციოს" - "POLITICO"

"ბიძინა ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს," - ამ სიტყვებით აღწერს გავლენიანი გამოცემა "Politico"  ბიძინა ივანიშვილის საქმიანობას საქართველოში.

ამერიკული გამოცემა წელს აჯამებს და 2024 წლის წინ ევროპაში ძლევამოსილ მმართველებს ასახლებს. მათ შორის მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც - კაცი, რომელიც დენდროლოგიური პარკიდან ქეყანას არაფორმალურად მართავს.

გავლენიანი გამოცემა POLITICO-მ  ყველაზე გავლენიანი ადამიანის გარდა, სია სამ კატეგორიად დაჰყო- საქმის გამკეთებელი, ჩამშლელები, მეოცნებეები, რომელთაგან თითოეული სხვადასხვა ტიპის ძალაუფლებას წარმოადგენს. 

"ჩამშლელების" კატეგორიაში POLITICO-მ ქართული ოცნების დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი შეიყვანა, რომელიც "ოლიგარქადაა" მოხსენიებული. 

ამ კატეგორიაში ივანიშვილთან ერთად მოხვდნენ,  ვიქტორ ორბანი, ანალენა ბერბოკი, კარლ პუოჩდემონი, მანფრედ უებერი და სხვები. 

"თუ საქართველოს ყოფილ პრემიერმინისტრ ბიძინა ივანიშვილს დავუჯერებთ, მან დატოვა პოლიტიკა და   შავ ზღვაზე, დენდროლოგიურ პარკში უბრალო ცხოვრებით ცხოვრობს. მაგრამ საყოველთაოდ ცნობილია, რომ საქართველოს უმდიდრესი ადამიანი (რომლის სიმდიდრეც ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის დაახლოებით მესამედს შეადგენს) მის მიერ დაარსებული მმართველ პარტიას „ქართული ოცნების“ მართვის სადავეებს ხელიდან არ აგდებს. მისი მიზანი თბილისის ევროკავშირის მოსაცდელიდან გაყვანა და კრემლის კლანჭებში მოქცევაა. ანალიტიკოსების აზრით, ივანიშვილი დიდწილად არის პასუხისმგებელი საქართველოს პრო-მოსკოვურ მოძრაობაზე უკრაინაში რუსეთის ომის დაწყების შემდეგ. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ტერიტორიის მეხუთედი ოკუპირებულია კრემლის ძალების და მათი მარიონეტების მიერ, ქვეყანა გადაიქცა რუსეთის სანქციების დამრღვევი და გვერდის ავლით ექსპორტის საკვანძო კერად, - წერს გამოცემა.

ფოტო: Politico

 

 

მსგავსი სიახლეები