"სამარცხვინო" - კობახიძე ივანიშვილის შესახებ "POLITICO"-ს სტატიაზე

28.11.23 15:27
"სამარცხვინო" - კობახიძე  ივანიშვილის შესახებ "POLITICO"-ს სტატიაზე

"სამარცხვინო" - ასე აფასებს "ოცნების" თავმჯდომარე "POLITICO"-ს მიერ ივანიშვილის შესახებ გამოქვეყნებულ სტატიას. ირაკლი კობახიძე ისევ ამტკიცებს, რომ ივანიშვილი ქვეყნის არაფორმალური მმართველი არ არის და ის მხოლოდ დიდი ქველმოქმედია. 

ერთი სიტყვი ვუპასუხებ: ეს არის სამარცხვინო. მარტივად მუშაობს ასეთი სქემები, მათ შორის, ევროპულ მედიაში: იხდი ფულს და შეგაქვს ასეთი შინაარსი ნებისმიერ სტატიაში. 3 მლრდ. დოლარის ქველმოქმედება აქვს გაწეული ამ ადამიანს ქვეყნის სასარგებლოდ და ქვეყნის მოსახლეობის სასარგებლოდ, ეს ერთი. მეორე, პოლიტიკაში როცა მოვიდა, ბიძინა ივანიშვილმა შეცვალა საქართველოში სისხლიანი რეჟიმი. რაც შეეხება არაფორმალურ მმართველობას, არცერთი ფაქტი, არცერთი გარემოება ამაზე არ მიუთითებს, არის ცარიელი სპეკულაციები, - ამბობს კობახიძე. 

გავლენიანი გამოცემა "Politico"  საქართელოშ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შესახებ წერს. სტატიაში პირდაპირ ნათქვამია, რომ ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს.

ამერიკული გამოცემა წელს აჯამებს და 2024 წლის წინ ევროპაში ძლევამოსილ მმართველებს ასახლებს. მათ შორის მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც.

მსგავსი სიახლეები