ქართველი ხალხის მოამაგე, ქველმოქმედი და მეცენატი - "ოცნება" ისევ ივანიშვილის აქებს

28.11.23 15:33
ქართველი ხალხის მოამაგე, ქველმოქმედი და მეცენატი - "ოცნება" ისევ ივანიშვილის აქებს

"Politico"-ს კრიტიკული სტატიის შემდეგ "ქართული ოცნება" ისევ ბიძინა ივანიშვილს იცავს. ალუდა ღუდუშაური დღეს ისევ ოლიგარქს აქებდა და ამტკიცებდა, რომ მას ქვეყნის წინაშე დიდი ღვაწლი აქვს. 

ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის მტკიცე მხარდამჭერი, ქართველი ხალხის მოამაგე, რომელიც ისტორიაში შევა როგორც ქვეყნისთვის ერთ-ერთ რთულ დროს გვერდში მდგომი. დღეს ბატონი ივანიშვილი არის პოლიტიკიდან გასული, გაწეული და ის, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის ერთ-ერთ მტავარ ქველმოქმედად, მეცენატად, რომლის ძალისხმევითაც გაკეთდა ქვეყანაში არაერთი ისტორიული საქმე. უპრეცედენტოა მისი მხარაჭერა ქართველი ხალხის და ქართული სახელმწიფოს მიმართ, - ამბობს ღუდუშაური. 

გავლენიანი გამოცემა "Politico"  საქართელოშ ბიძინა ივანიშვილის საქმიანობის შესახებ წერს. სტატიაში პირდაპირ ნათქვამია, რომ ივანიშვილის მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს.

ამერიკული გამოცემა წელს აჯამებს და 2024 წლის წინ ევროპაში ძლევამოსილ მმართველებს ასახლებს. მათ შორის მოხვდა ოლიგარქი ივანიშვილიც.

მსგავსი სიახლეები