ასეთი არასერიოზული და უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებაა - კაპანაძე

28.11.23 16:19
ასეთი არასერიოზული და უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებაა - კაპანაძე

"ასეთი არასერიოზული და უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება, პირდაპირ გეტყვით, წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას," - ეს განცხადება ენმ-ის წევრმა გიორგი კაპანაძემ გააკეთა.

კაპანაძე გამოეხმაურა ენმ-ის 17 წევრისა და ასევე გიორგი მუმლაძის მოთხოვნას, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ. კაპანაძის შეფასებით, პოლიტიკური საბჭოს ლეგიტიმაცია კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას. 

“ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს მაღალი ლეგიტიმაციით, პირველივე ტურში არჩეული თავმჯდომარე. “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლეგიტიმური პოლიტიკური  საბჭო და სამდივნო. სწორედ ასეთად მიიჩნევს და ახასიათებს “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინსტიტუციებს პრეზიდენტი სააკაშვილი. ამიტომ, ასეთი არასერიოზული და ასეთი უსაფუძვლო მოთხოვნის გაჟღერება პირდაპირ გეტყვით, წარმოადგენს პრეზიდენტ სააკაშვილის პოზიციებთან დაპირისპირებას. ამიტომ კარგი იქნებოდა, რომ იმ ადამიანებს, ვინც ითხოვს მათ შორის თავმჯდომარის გადადგომას, ჰქონოდათ წინასწარი კონსულტაციები, რადგან პრეზიდენტი სააკაშვილის მკვეთრი და ცხადი პოზიციაა რომ ის მხარს უჭერს ლევან ხაბეიშვილს, ის მხარს უჭერს პოლიტიკურ საბჭოს და სამდივნოს. ყველა ეს ინსტიტუცია არის ლეგიტიმური. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა მაღალი ლეგიტიმაციით.” - განაცხადა გიორგი კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები