3 თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, საკითხი ამოწურულია - ბოკუჩავა
3 თვეში ერთხელ პარტიის თავმჯდომარის არჩევნები ვერ ჩატარდება, საკითხი ამოწურულია - ასე ეხმაურება ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ენმ-ის წევრების ნაწილისა და ასევე გიორგი მუმლაძის მოთხოვნას, რომლებიც ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებას და არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
ნაცვლად იმისა, რომ მთავარი ოპოზიციური პარტია საქართველოში ებრძოდეს რუსულ რეჟიმს და ემზადებოდეს გეოპოლიტიკური უმნიშვნელოვანესი არჩევნებისთვის, ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები უნდა ვატაროთ ამ ადამიანების ლოგიკით? - ალოგიკურია, ეს საკითხი ჩვენთვის ამოწურულია, გადავიდეთ სერიოზულ თემებზე. ამ თემის მუდმივი პედალირება მობეზრდა ჟურნალისტების აბსოლუტურ უმრავლესობას, მაყურებელს, ამომრჩეველს, სიამოვნებას იღებს მხოლოდ ივანიშვილი და მისი რეჟიმი. არ განიხილება და ყოველ სამ თვეში ერთხელ არჩევნები ვერ ჩატარდება მაშინ, როდესაც ჩვენ გენერალური არჩევნები უნდა ჩავატაროთ და მოვიგოთ რუსული რეჟიმის წინააღმდეგ.