ოკუპანტი "საქართველოს დაცვის აქტის" დაბლოკვით კმაყოფილია - "ოცნება" თავს ოპოზიციაზე იერიშით იცავს
რუსული მედია დღეს "ოცნების" საქებარი სტატიებით გადაჭრელდა. პუტინის ჟურნალისტები აქებენ ღარიბაშვილის მთავრობას და უწონებენ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც რუსეთის მოქალაქეებს საქართველოში არანაირი შეზღუდვა არ დაემუქრებათ. პროპაგანდისტული მედიის პირველ გვერდებზე ყოფნა "ოცნებისთვის" უხერხული სულაც არ არის. დღეს ჯერ ხუმრობის ხასიათზე იყვნენ, შემდეგ კი რუსული კომპლექსისგან თავის დასაღწევად ისრები ოპოზიციისკენ მიმართეს.
"თქვენ ხართ რუსული ოცნება" - დღეს ოპოზიცია მმართველ გუნდთან დებატებს სწორედ ამ ფრაზით იწყებდა. მას შემდეგ, რაც "ლელოს" ანტირუსული რეზოლუცია ივანიშვილის პარტიამ დაბლოკა, დეპუტატები იძულებული გახდნენ, "ოცნებისთვის" ეთქვათ, რა უნდა გაკეთდეს, რომ საქართველოს გარუსება თავიდან იყოს აცილებული. ამის გამო "ლელოს" დეპუტატი სალომე სამადაშვილი დღეს თითქმის ყველა მეოცნების თავდასხმის სამიზნე აღმოჩნდა.
ვრცლა ნახეთ რუსუდან დუმბაძის რეპორტაჟში.