გადადგეს ლევან ხაბეიშვილი! - დაპირისპირების ახალი რაუნდი ენმ-ში
ხაბეიშვილი თავმჯდომარე 2025წლამდე იქნება - ეს არის პარტიის მენეჯმენტის პასუხი. ხაბეიშვილის თანამდებობიდან წასვლა და ახალი არჩევნების ჩატარება "ნაციონალურ მოძრაობაში
არც კი განიხილება. როგორც ჩანს, "ნაციონალურ მოძრაობაში" დაპირისპირების ახალი რაუნდი დაიწყო. ხაბეიშვილის გადადგომის მოთხოვნის კამპანია დღეს გიორგი მუმლაძემ გახსნა. პარტიის სამდივნოს წევრი ახალ არჩევნებს ითხოვს.
ამ მოთხოვნას კი მალევე რამდენიმე რეგიონის საკრებულოს წევრების განცხადებები მოჰყვა. მოთხოვნები ყველგან იდენტურია - გადადგეს მოქმედი ხელმძღვანელობა და დაინიშნოს ახალი არჩევნები, თუმცა ახალი მენეჯმენტი სამოქმედო გეგმებში ცვლილებების შეტანას არ აპირებს. ოპონენტებს კი ურჩევენ, რომ პარტიის თავმჯდომარის შემდეგი არჩევნებისთვის მოემზადონ, რომელიც 2 წელში გაიმართება.
ვრცლად ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.