თავად დაწერეს და თავადვე მოიწონეს - ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია „ოცნების“ სამოქმედო გეგმის განხილვაში?

28.11.23 20:30
თავად დაწერეს და თავადვე მოიწონეს - ჩაერთვება თუ არა ოპოზიცია „ოცნების“ სამოქმედო გეგმის განხილვაში?

 

 

თავად დაწერეს, თავადვე მოიწონეს და ბრუსელში გააგზავნეს, თუმცა რა წერია იმ დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიის დათქმების შესრულებას ითვალისწინებს, "ოცნების" გარდა არავინ იცის. ხელისუფლება კი ახლა სთავაზობს ოპოზიციას სამუშაო ჯგუფებში ჩაერთოს. ოპოზიცია კონსულტაციებს იწყებს, თუმცა მათი დიდი ნაწილის პოზიცია უკვე ცნობილია. "ოცნების" ფორმალურ განხილვებში მონაწილეობის მიღებას არ გეგმავენ.   

"საქართველოს მთავრობამ უნდა მოუსმინოს სამოქალაქო საზოგადოებას და ოპოზიციას" - ეს იყო დღეს ევროკავშირის ელჩის მორიგი გზავნილი. ეს განცხადება დიპლომატმა მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ხელისუფლებამ სამოქმედო გეგმა ისე დაამტკიცა, რომ არც მესამე სექტორის და არც ოპონენტების მოსაზრებები არ გაითვალისწინა. "ოცნება" გვპირდება რომ საიდუმლოდ გაგზავნილი დოკუმენტი უახლოეს დღეებში გასაჯაროვდება.

ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები