დემარში პრეზიდენტს - „ოცნებამ“ ზურაბიშვილის დაიგნორების კამპანია რეგიონებშიც აამოქმედა

28.11.23 20:39
დემარში პრეზიდენტს - „ოცნებამ“ ზურაბიშვილის  დაიგნორების კამპანია რეგიონებშიც აამოქმედა

 

 

თვითმმართველობების დემარში საქართველოს პრეზიდენტს - ყვარელში ევროკლუბის ოთხი წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე ადგილობრივი ხელისუფლებიდან არავინ მისულა. "ოცნების" ჩინოვნიკების ბოიკოტის მიზეზი სალომე ზურაბიშვილი გახდა. როგორც ჩანს, მმართველმა პარტიამ ზურაბიშვილის დაიგნორების კამპანია რეგიონებშიც აამოქმედა.

"გამაოგნებელია, რომ ადგილობრივი მმართველობა არ მოვიდა-" თქვა პრეზიდენტმა ყვარელში გამართულ ღონისძიებაზე. ზურაბიშვილი კახეთში დღეს ახალგაზრდებს შეხვდა, რომლებმაც საქართველოს ევროპული არჩევანის დასადასტურებლად ხელი ევროკავშრიში გასაგზავნ დოკუმენტს მოაწერეს. ყვარელში დღეს პრეზიდენტთან ერთად აშშ-ის ელჩიც იმყოფებოდა.

ვრცლად ნახეთ რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები