ძლევამოსილი ოლიგარქის რუსული გეგმა - ივანიშვილი POLITICO-ს ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა
ძლევამოსილი ოლიგარქის რუსული გეგმა - გავლენიანი გამოცემა POLITICO ყურადღებას ბიძინა ივანიშვილს უთმობს. სტატიაში, რომელმაც "ოცნება" წყობიდან გამოიყვანა, ოლიგარქი ძლევამოსილი მმართველების ჩამონათვალშია. "კაცი, რომელიც ქვეყანას არაფორმალურად დენდროლოგიური პარკიდან მართავს" - წერია სტატიაში.
აქვე, ივანიშვილი რუსული ინტერესების გატარებაშია მხილებული. "მისი მიზანია, თბილისი ევროკავშირის მოსაცდელიდან გაიყვანოს და კრემლის კლანჭებში მოაქციოს" - წერენ ამერიკელი ჟურნალისტები.
გავლენიან გამოცემაში ივანიშვილის ოლიგარქად მოხსენიებამ კობახიძე გააბრაზა. "ოცნების" თავმჯდომარე დღეს ამტკიცებდა, რომ სტატია შეკვეთილია.
ვრცლად ნახეთ ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.