გიორგი მუმლაძე: ფიზიკურ დაპირისპირებაში პეტრე ცისკარიშვილიც მონაწილეობდა, ჩხუბობდა, მელიას მხარე იყო
„ფიზიკურ დაპირისპირებაში პეტრე ცისკარიშვილიც მონაწილეობდა, ჩხუბობდა, მელიას მხარე იყო იმ ფიზიკურ ჩხუბში და არა მხოლოდ, შეიძლება ითქვას, რომ ერთ-ერთი მთავარი ფიგურა იყო ამ დაპირისპირების,“ - ეს განცხადება „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტიკური საბჭოს წევრმა და საორგანიზაციო მდივანმა გიორგი მუმლაძემ გააკეთა.
გიორგი მუმლაძემ „რეაქციაში“ 2022 წელს მომხდარი დაპირისპირება გაიხსენა და აღნიშნა, რომ მის წინააღმდეგ განხორციელებულ ფიზიკურ დაპირისპირებაში პეტრე ცისკარიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც მაშინ მელიას მხარეს იყო. პარტიაში მომხდარ დაპირისპირებაზე 2022 წელს ენმ-მ განცხადება გაავრცელა და გიორგი მუმლაძე პროვოკაციის მოწყობის მცდელობაში დაადანაშაულა.
როდესაც ჩვენ და პირადად მე ერთ-ერთი პირველი ვიყავი, ვინც ცვლილებებზე დავიწყე საუბარი, ეს არ იყო ფიზიკურ დაპირისპირების მომენტის შემდეგ, მანამდე იყო და მინდა პირდაპირ გითხრათ, ის ხალხი, ვინც ახლა მე მესხმის თავს და მაკრიტიკებს, ასე კბილებით იცავდა ნიკა მელიას და რომელიც ახლა ვერ იაზრებს იმას, რომ პარტიისთვის ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და მათ შორის, პეტრე ცისკარიშვილი იმ კონფლიქტის უშუალო მონაწილე ისიც არის.
ფიზიკურ დაპირისპირებაში მონაწილეობდა ადამიანი და იმაზე მითითება, რომ მე რომ მქონდა დაპირისპირება მელიასთან და იმის თქმა, რომ მელიას გაგდება და ზოგადად, იმ ხალხის გაგდება, რომელსაც 40-პროცენტიანი ლეგიტიმაცია აქვს, იმაზე მითითება, რომ ვინმესთან მიმაკერეს, ვინმეს ვიცავ, ეს არის აბსურდი," - ამბობს მუმლაძე.
მუმლაძე კიდევ ერთხელ ამბობს, რომ ლევან ხაბეიშვილმა თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დატოვოს, რადგან მუმლაძე თვლის, რომ მოქმედი თავმჯდომარე პარტიას არ აერთიანებს, არამედ ყოფს. მუმლაძე თვლის, რომ ახალი პოლიტსაბჭო უნდა შედგეს პარტიაში.