მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, არ უნდა უხაროდეთ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის დაზიანება - ნარმანია
„მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ არ უნდა უხაროდეთ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის დაზიანება,“ - ეს განცხადება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ახალგაზრდული ორგანიზაციის მდივანმა იგორ ნარმანიამ გააკეთა.
იგორ ნარმანია „რეაქციაში“ სხვა ოპოზიციურ პარტიებს ერთიანობისკენ მოუწოდებს.
მინდა მოვუწოდო სხვა ოპოზიციურ პარტიებს, რომ მათ არ უნდა უხაროდეთ ყველაზე ძლიერი ოპოზიციური პარტიის დაზიანება, მათ არ უნდა უხაროდეთ ოპოზიციაში მიმდინარე ასეთი პროცესები. მათ უნდა გამოაცხადონ ერთიანობისთვის მზაობა, ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის,“ - ამბობს იგორ ნარმანია.