ჩვენ აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით - "კაბუ" ციხეს დღეს დატოვებს
"კაბუ" ციხეს წუთი-წუთზე დატოვებს - მეგობარი ქალის ცემასა და ნარკოტიკების უკანონო შენახვის ბრალდებით დაკავებული მსახიობის ოჯახმა გირაოს თანხა უკვე გადაიხადა.
ახლა პენიტენციური სამსახური ამ დოკუმენტების გადაგზავნას ელოდება. მძიმე დანაშაულში ბრალდებული მსახიობის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებამ ბევრი კითხვა გააჩინა - არსებობს ვერსია, რომ ეს განაჩენი მოსამართლემ ვიღაცის ჩარევით და ზეგავლენით გამოაცხადა.
"ჩვენ ღრმად ვართ დარწმუნებული, რომ გადაწყვეტილება არ შეიცვლება, იმიტომ, რომ საკმაოდ სამართლიანია ეს გადაწყვეტილება. ჩვენ საერთოდ უფრო მეტიც, აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვებას ვითხოვდით. თუ ამით ისარგებლებს ბრალდების მხარე ვნახავთ და შედეგებს დაველოდებით, მივიღებთ ამ პროცესშიც მონაწილეობას. არანაირი დაზიანება, რაზეც შეიძლება ვისაუბრო ამ ეტაპზე, ამ ქალბატონს, საქმის მასალების მიხედვით, არ აღენიშნება, ექსპერტიზა როცა იქნება მზად და მოიპოვებს ბრალდების მხარე, შემდეგ გადმოგვეცემა და ვნახავთ, დარწმუნებული ვარ, დაზიანებაზე იქ საუბარი არ იქნება", - ამბობს ადვოკატი, დავით სანაძე.