ჩემო მეგობარო ლევან, სკამს ნუ ჩაეჭიდები, გადადექი - ენმ-ს თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები

29.11.23 12:34
ჩემო მეგობარო ლევან, სკამს ნუ ჩაეჭიდები, გადადექი - ენმ-ს თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები

"ნაციონალური მოძრაობის" თბილისის რაიონული ორგანიზაციების ყოფილი თავმჯდომარეები ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდებენ. ისინი ითხოვენ, გაუქმდეს არსებული პოლიტიკური საბჭო, რადგან ის არალეგიტიმურადაა არჩეული, შეიქმნას თანხმობის საბჭო და უახლოეს პერიოდში ჩატარდეს ყრილობა.

როგორც საგანგებო ბრიფინგზე ბესო გაზდელიანმა განაცხადა, მათ ახალმა მენეჯმენტმა განსხვავებული მოსაზრების გამო ოფისი დაუკეტა. 

 ჩემს გვერდით დგანან ადამიანები, ეს ზღვაში წვეთია კიდევ იმ ადამიანებისა, რომლებიც, სამწუხაროდ, ახალმა მენეჯმენტმა გარიყა პარტიული სივრციდან, ყველა პოზიციებს ჩამოაცილა.

ჩემო მეგობარო ლევან, ამ სკამს ნუ ჩაეჭიდები, არ გიღირს იმად, რომ პარტიის მრავალწლიან ისტორიაში ყველაზე შავი ასოებით შევიდეს შენი მმართველობა, შენი თავმჯდომარეობა, ისევე როგორც დღევანდელი წარმოდგენილი მენეჯმენტის, ამიტომ მოგიწოდებთ ლევან, რომ გადადგე დაკავებული თანამდებობიდან", - თქვა ენმ-ის წევრმა, ბესო გაზდელიანმა.

გარდა ამისა, რამდენიმე საათის წინ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ დღეს 16:00 საათზე პოლიტიკურ საბჭოს ამავე ორგანოს გაფართოების შესახებ ინიციატივით მიმართავს.

მისი თქმით, დღეს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე გამოაცხადებენ, ვინ დაემატება პოლიტსაბჭოს.

ლევან ხაბეიშვილს აქვს კონკრეტული პირობა -  საბჭოში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ - 

 

მსგავსი სიახლეები