ოლიგარქის ახალო გარემოცვა შავ სიაშია - MONA.GE-ზე უჩა მამაცაშვილის კლანი მოხვდა

29.11.23 12:55
ოლიგარქის ახალო გარემოცვა შავ სიაშია - MONA.GE-ზე უჩა მამაცაშვილის კლანი მოხვდა

"mona.ge"-ს ახალ სიაში ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი მოხვდა - არჩილ მამაცაშვილი, უჩა მამაცაშვილის ალალი ძმაა. 

MONA.GE -მ ქართველი ოლიგარქის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის კორუფციული სქემაც გაშიფრა, რომლის მიხედვითაც, 

ცნობილი ხდება, რომ მამაცაშვილის კლანის წევრები თავდაპირველად ფულს კომპანიების მონაწილეობით ბიუჯეტიდან იღებს, რის შემდეგაც თანხას პარტიას სწირავს.

ამ სქემის ცენტრში არის ალა კახნიაური, რომელიც არის ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილის, უჩა მამაცაშვილის ძმის, არჩილ მამაცაშვილის კლანის წარმომადგენელი და ბიზნესპარტნიორი. ის სააქციო საზოგადოება "დაზღვევის კომპანია ქართუს" ერთ-ერთი დამფუძნებელია. კონკრეტულად ამ კომპანიას ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი აქვს მიღებული ტენდერების მეშვეობით, ხოლო ალა კახნიაურს შეწირული აქვს 85 000 ლარი. თავად არჩილ მამაცაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი და უჩა მამაცაშვილის ძმა, ასევე "დაზღვევის კომპანია ქართუს" თანადამფუძნებელია, მას აქვს შეწირული 56 000 ლარი. კახა კობიაშვილი, ბიძინა ივანიშვილის დისშვილი - ისიც ამ კომპანიასთან არის დაკავშირებული და შეწირული აქვს 230 000 ლარი. ზურაბ კიკნაძე - ისიც ამ კომპანიის თანადამფუძნებელი და მამაცაშვილის კლანის წარმომადგენელია, მას აქვს შეწირული 250 000 ლარი და ლევან მჟავანაძე, ისიც კლანის წევრი და შეწირული აქვს 110 000 ლარი. ეს არის ამ კლანის ის ნაწილი, რომელიც ჩვენ დადასტურებულად ვნახეთ, რომლის სათავეშიც არის ალა კახნიაური და რომელიც სხვადასხვა კომპანიების მონაწილეობით იღებს ბიუჯეტიდან ფულს და მერე სწირავს პარტიას", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

MONA.GE-ს განახლებული სია ნახეთ აქ 

მსგავსი სიახლეები