სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი - ზარქუა
სამუშაო ჯგუფებში ჩართვაზე უარის გამო, ოპოზიციის ნაწილს "ქართული ოცნება" ლანძღავს - ხელისუფლება ისევ ამტკიცებს, რომ ოპოზიციის მიზანი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.
დილიდან "ქართული ოცნების" წევრები ამბობენ, რომ 9 პუნქტის შესასრულებლად ყველაფერს აკეთებენ, თუმცა კითხვას, რა წერია დოკუმენტში, რომელიც ევროკომისიაში უკვე გადაგზავნეს, ვერ პასუხობენ.
ირაკლი ზარქუას სამიზნე დღეს ის დეპუტატები გახდნენ, რომლებიც სამუშაო ჯგუფში შესვლაზე უარს აცხადებენ:
"სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი" - თქვა ზარქუამ.
როგორც მაშინ იქცეოდნენ, არცერთი არ შემოსულა ეს რადიკალი. ბრტყელ-ბრტყელ სიტყვებს ამბობდნენ გუშინ. მეცინებოდა, ვაშაძე რომ იდგა და ეე მონაპოვარიო, მეცინებოდა. როგორ შეიძლება თქვა, რაღაც ზღვარი ხომ არსებობს. აქ ვერ შემოვიყვანეთ, ყველა წინააღმდეგ მუშაობდა. სალომე სამადაშვილი და ჭიჭე ვაშაძე უნდა ჩასვა თაფლში და როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი უნდა გამოფინო. ოღონდ მათი ტექსტებიც უნდა იყოს. რას ჰყვებოდნენ მანამდე და მას შემდეგ. ეს არის ორი განსხვავებული რა. ცუდია, აქეთა ფლანგზე რომ არ იჯექით, როგორი ლამაზი სურათი იყო იცით, უნდა გეყურებინათ. თუ ვინმე გონს მოეგება რადიკალებისგან და კონსტრუქციულ მხარეს გადმოვა, კი ბატონო, შემოვიდნენ, იმუშაონ, ჩვენ მზად ვართ და ერთობლივი პროექტი იქნება". -განაცხადა ზარქუამ.
ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე იძებნება! ხელისუფლება არ ასაჯაროებს ტექსტს, როგორ აპირებს 9 დათქმის შესრულებას. გეგმა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაწერა, დაამტკიცა და ევროკომისიასაც ისე გადაუგზავნა რომ ტექსტი ღარიბაშვილი-კობახიძის გარდა არავის უნახავს. ამ ფონზე კი ხელისუფლება ოპონენტებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამ შეთავაზებას არ იღებს.