ვინ იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები?

29.11.23 13:13
ვინ იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები?

ვინ იქნებიან "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს ახალი წევრები? - ნაწილის ვინაობა „ტვ პირველმა“  გაარკვია.

"პირველების" ინფორმაციით, პოლიტიკური საბჭოს ახალ შემდგენლობას საკრებულოს დეპუტატი ირაკლი ეძგვერაძე,  გია ჭანტურია და ეკა წამალაშვილი შეუერთდებიან.

რაც შეეხება  მიხეილ სააკაშვილის წარმომადგენელს, "პირველებისთვის" ცნობილია, რომ ახალი მენეჯმენტისგან შეთავაზება სოფო ჯაფარიძემაც მიიღო, თუმცა მისი გადაწყვეტილება ამ დროსთვის უცნობია. 

"პირველებთან" საუბრისას ეკა წამალაშვილი აცხადეს, რომ მას პარტიის ახალი მენეჯმენტის მიმართ კრიტიკული დამოკიდებულება არ შეუცვლია, მაგრამ იქვე ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის მოწოდების შემდეგ, მიიღო გადაწყვეტილება 16:00 საათზე დაგეგმილ პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწროს. 

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი და პოლიტიკური საბჭოს წევრი გავხდი მიხეილ სააკაშვილის თხოვნით და რეკომენდაციით. ახლაც მოვისმინეთ მისი განცხადება ციხიდან პოლიტსაბჭოს გაფართოების შესახებ. ახსენა ჩემი გვარიც. მივდივარ და მერე ვნახოთ. იქ კიდევ სხვებიც მოვლენ. იქ ვიქნები, სადაც ჩემი ყოფნა ხელს შეუწყობს ერთობის აღდგენას და ოპოზიციური ფლანგის გაძლიერებას...

არასწორად და უსამართლოდ მოხდა პოლიტიკური საბჭოს შეცვლა. ყრილობაზე გვახსოვს ჩვენ, საიდანაც დიდი ნაწილი გაგვიშვებს, მაშინ მოხდა პოლიტიკური საბჭოს განახლება და ახლა ვნახოთ, მივალ და გავერკვევი". - ამბობს ეკა წამალაშვილი.

ცნობისთვის, ნაციონალური მოძრაობა პოლიტსაბჭოს აფართოებს.

პარტიის თავმჯდომარის თქმით,  დღეს, 29 ნოემბერს, 16:00 საათზე გამოაცხადებენ, ვინ დაემატება პოლიტსაბჭოს.  ხაბეიშვილის თქმით, საბჭოში დაბრუნდებიან ის ადამიანები, რომლებიც მანიფესტს ხელს მოაწერენ.

მსგავსი სიახლეები