ოპოზიციას არ გააჩნია არც ჭკუა და არც გონი, ამიტომ ჩვენ გვაცალონ - ოდიშარია
დაპირისპირება "ოცნებასა" და ოპოზიციას შორის - ბექა ოდიშარიამ ოპოზიციის წარმომადგენლებს "უჭკუო" და "უგუნური" უწოდა.
მმართველი პარტიის წევრმა პოლიტიკოსებს მოცდისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ საზოგადოებისთვის ევროკომისიისთვის გადაგზავნილ დოკუმენტი მალე გახდება ცნობილი.
ოპოზიციას წარმოდგენა არ აქვს სამუშაო პროცესზე, საერთოდ ატროფირებული აქვთ ეს შეგრძნება. ადამიანებს, რომლებსაც თითი თითზე არ დაუკარებიათ, ბუნებრივია, პროტესტის გარდა არაფერი სხვა უნარი არ აქვთ შერჩენილი, შესაბამისად დაელოდონ პროცეს.
მუშაობას გონი, ჭკუა, დაფიქრება და ანალიზი სჭირდება, რაც მათ არ აქვთ და გვაცალონ ვისაც ეს უნარ-ჩვევები გვაქვს და კვალიფიციურად, მეთოდურად მივყვებით ამ საქმეს. ნახავენ ტექსტს, გაეცნობიან და მერე შეუძლიათ, გინდა გააპროტესტონ, გინდა შიმშილობა გამოაცხადონ, გინდა ტანზე შემოიხიონ". - აღნიშნა ოდიშარიამ.
ქართული ოცნების სამოქმედო გეგმა ამ დრომდე იძებნება! ხელისუფლება არ ასაჯაროებს ტექსტს, როგორ აპირებს 9 დათქმის შესრულებას. გეგმა "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციასთან შეუთანხმებლად დაწერა, დაამტკიცა და ევროკომისიასაც ისე გადაუგზავნა რომ ტექსტი ღარიბაშვილი-კობახიძის გარდა არავის უნახავს. ამ ფონზე კი ხელისუფლება ოპონენტებს სამუშაო ჯგუფებში ჩართვისკენ მოუწოდებს. თუმცა ოპოზიციის ნაწილი ამ შეთავაზებას არ იღებს.