ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს

29.11.23 14:06
ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს

ერთი თვის წინ მიღებულ თავდაცვის კოდექსში "ქართულ ოცნებას" ცვლილებები დაჩქარებული წესით შეაქვს. ახალი პროექტით სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევის გადავადების საფუძვლები მცირდება. ჯარში გაწვევაზე უარი თქმის უფლება არც იმ სტუდენტებს შეეძლებათ, რომლებიც უცხოურ უნივერსიტეტებში დისტანციურად სწავლობენ. გადავადების საფუძვლად ვერც სასამართლოში შეტანილი სარჩელი ჩაითვლება. 

თეონა აქუბარდიამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დასვა კითხვა, რატომ გადაწყვიტა ისტორიაში პირველად თავდაცვის სამინისტრომ, რომ სასამართლომ გაწვევის ბრძანება არ შეაჩეროს.

გასაჩივრების უფლებას არ ვართმევთო და როგორ არ ართმევთ. თუ ეუბნებით ალტერნატიულ სამსახურში, რომ არ ეკუთვნის მას წასვლა და მიგყავთ ჯარში ისე, რომ სასამართლოს არ აჩერებთ. თუ 3 თვეში უნდა დამთავრდეს სასამართლო ან ორ თვე ნახევარში, მაშინ რა ლოგიკაა. ისტორიაში პირველად საქართველოში რატომ გადაწყვიტა თავდაცვის სამინისტრომ, რომ სასამართლომ არ შეაჩეროს გაწვევის ბრძანება თავდაცვის მინისტრის. ნუ გამოგყავთ ისე, რომ თითქოს, ჯარს აშენებთ მაშინ, როდესაც ჯარზე მთავრობას 1.5% ზე მეტი არ მიაქვს და პაციფისტური მთავრობა გვყავს ყველაზე მეტად მაშინ, როდესაც ოკუპაცია მიმდინარეობს". - აღნიშნა აქუბარდიამ.

მსგავსი სიახლეები