ლავროვი და "ოცნება" ეუთოში - სამადაშვილი დარჩიაშვილისგან განმარტებას ითხოვს
ეუთოს მინისტერიალზე, ლავროვთან ერთად მონაწილეობა - "ლელოს" ერთ-ერთი ლიდერი სალომე სამადაშვილი მინისტრ დარჩიაშვილისგან განმარტებას ითხოვს.
სამადაშვილის თქმით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს აღნიშნულ ფორუმზე მონაწილეობა არ უნდა მიეღო.
საქართველო, ქვეყანა, რომლის 20% არის რუსეთის ოკუპაციის ქვეშ, რა მოტივაციით იღებს მონაწილეობას ამ ფორუმზე. ამასთან დაკავშირებით ჩვენ ველოდებით განმარტებას. ყველაზე ცოტა, რაც უნდა გაეკეთებინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს არის ის, რომ დაეწია დონე მონაწილეობის, ვგულისხმობ იმას, რომ თავად არ უნდა მიღეო მონაწილეობა ამ ფორუმში. მე არ ვიცი, რა შედეგს ელოდება საგარეო საქმეთა მინისტრი მონაწილეობიდან იმ ფორუმში, სადაც რუსეთს შეუძლია ვეტო დაედოს ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას". - აღნიშნა სამადაშვილმა.
რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.