ეუთოს კი არ საყვედურობენ, ლავროვს რატომ ეპატიჟებითო, საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ - მაჭარაშვილი
ეუთო გააგდო ლავროვმა და ეუთოს კი არ საყვედურობენ, ლავროვს რატომ ეპატიჟებითო, საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ - ამის შესახებ "ხალხის ძალის" ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მაჭარაშვილს იერიში მიაქვს თავად ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციაზე და ამბობს, რომ მუდამ მათ აცდენა აქვთ.
ეუთო გააგდო ლავროვმა და ეუთოს კი არ საყვედურობენ, ლავროვს რატომ ეპატიჟებითო, საქართველოს ხელისუფლებას საყვედურობენ. ასეთი აცდენა აქვთ ყოველთვის. თქვენ რაც მითხარით, ეუთოს წარმომადგენელი გააგდო და რატომ იწვევს ლავროვსო, იცით რატომ არ სვამენ ამ კითხვას, რადგან მათი პატრონები ეტყვიან, შენ ვინ გეკითხება, ეუთო ვის მიიწვევს და ვის არაო. ბოლოს და ბოლოს, ვთქვათ ის, რომ მათმა პატრონებმაც თქვეს უარი ამ ოპოზიციაზე, რადგან დაინახეს, რომ თვითონ საჯიკებლები იყვნენ და ხელი ჩაიქნიეს ამ ოპოზიციაზე და ახლა იმიტომ არიან გამწარებულები". - ამბობს მაჭარაშვილი.
რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.