როცა მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მინიმუმ გაუგებარია - კობახიძე

29.11.23 14:32
როცა მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მინიმუმ გაუგებარია - კობახიძე

როცა მინისტერიალზე ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ეს მინიმუმ გაუგებარია - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ეუთოს სამიტზე საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის არ დასწრება არასწორი იქნება.

კობახიძე ასევე თავს ესხმის დასავლელ პარტნიორებს და მათი მხრიდან ორმაგ სტანდარტზე საუბრობს.

„როდესაც ჩვენ გვთხოვდნენ სანქციების დაწესებას რუსეთისთვის და თვითონ 4-ჯერ მეტ ღვინოს ყიდიან რუსეთში, ეს არის სამწუხაროდ ორმაგი სტანდარტი.  საქართველო არის ეუთო-ს წევრი და გარდა ამისა, ამ სამიტს დაესწრება ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, ასევე ევროკომისიის საგარეო საქმეთა კომისარი ბატონი ბორელი და ასეთ პირობებში ჩვენი არ დასწრება იქნება არასწორი. გამომდინარე იქიდან, რომ ნებისმიერი ფორმატი უნდა იქნეს გამოყენებული ჩვენი ეროვნული ინტერესების დასაცავად. როცა იქ ჩადიან ბლინკენი და ბორელი და არ ჩადის საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი - მინიმუმ გაუგებარი იქნება ასეთი რამ. ეუთო არის ის ფორმატი, სადაც განიხილება პირველ რიგში უსაფრთხოების საკითხები და მუდმივ რეჟიმში ჩვენი მხრიდან ეს ფორმატი გამოიყენება იმისათვის, რომ საერთაშორისო საზოგადოების ყურადღება გავამახვილოთ ჩვენს ეროვნულ საკითხებზე, მათ შორის, ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი, რა თქმა უნდა, არის ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია“, - განაცხადა კობახიძემ.

რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო  ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც  დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.


 

 

მსგავსი სიახლეები