დარჩიაშვილი ნატოს მინისტერიალს არ ესწრება - მინისტრმა არჩევანი იმ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც ლავროვიც იქნება

29.11.23 14:45
დარჩიაშვილი ნატოს მინისტერიალს არ ესწრება - მინისტრმა არჩევანი იმ ღონისძიებაზე გააკეთა, სადაც ლავროვიც იქნება

ამ წუთებში ბრიუსელში, ნატოს მინისტერიალი იმართება, თუმცა მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი არ ესწრება - ილია დარჩიაშვილმა არჩევანი ეუთოს სამიტზე გააკეთა. 

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრებმა ეუთო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე დასწრებაზე უარი თქვეს. უარის მიზეზი შეხვედრაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მონაწილეობაა. იგივე მიზეზით ღონისძიებას ბოიკოტი გამოუცხადა უკრაინამაც. 

ფაქტს, ოპოზიციის შეფასება უკვე მოჰყვა. გირჩი- მეტი თავისუფლების" ლიდერმა თქვა, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ახლა ბრიუსელში უნდა იყოს, და უკრაინის მსგავსად, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა უნდა მოეთხოვა. 

რაც შეეხება ეუთოს მინისტერიალში მონაწილეობას, ზურა ჯაფარიძის თქმით, "მოლოდინი რომ გვქონდეს, დარჩიაშვილი ლავროვს პირში ეტყვის იმას, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა". 

მანდ პრინციპული საკითხი არის ის, რომ გააჩნია როგორ მოიქცევა და რას გააკეთებს. ჩვენ რომ გვქონდეს მოლოდინი, რომ დადგება იქ და საქართველოს ინტერესს დაიცავს და ლავროვს პირში ეტყვის იმას, რაც სათქმელია, მაშინ პრობლემა არ იქნებოდა, მაგრამ ჩვენ გვესმის, რომ ის არაფრის გამკეთებელი არ იქნება. დღეს ასევე არის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნატოში, სადაც, მაგალითად მონაწილეობას იღებს უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი. წესით, საგარეო საქმეთა მინისტრი იქ უნდა იყოს და მანამდე უნდა მოეთხოვა საქართველოს, რომ ასევე ცალკე ყოფილიყო ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრა". - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ. 

რა გზავნილით ჩავა ილია დარჩიაშვილი მაკედონიაში? ლავროვის მიწვევის გამო ბალტიის ქვეყნებმა და უკრაინამ უარი თქვეს- თუმცა საქართველო  ეუთოს სამიტს სადაც რუსეთიც იქნება წარმოდგენილი მაინც  დაესწრება! ამიტომ, ახლა საინტერესოა რა განცხადებას გააკეთებს მინისტრი დარჩიაშვილი.

მსგავსი სიახლეები