"ოცნების" მიერ ჩაგდებული და განუხორციელებელი პროექტები - "ლელო"-ს საგანგებო ბრიფინგი

29.11.23 16:05
"ოცნების" მიერ ჩაგდებული და განუხორციელებელი პროექტები - "ლელო"-ს საგანგებო ბრიფინგი

"ოცნების" მიერ ჩაგდებული და განუხორციელებელი პროექტები - როგორც  "ლელო საქართველოსთვის" ლიდერმა, საბა ბუაძემ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, ხელისუფლების დამსახურებით, ქვეყნის ეკონომიკა წინა საუკუნის ინფრასტრუქტურაზე დგას, რაც სახელმწიფოს განვითარების საშუალებას არ აძლევს.

ეს არის მილიონიანი ქალაქის რკინიგზის ცარიელი სადგური, რომელიც ასახავს ყველაზე კარგად ამ ხელისუფლების ჩავარდნილ ინფრასტრუქტურულ პროექტებს. კარგად ასახავს იმ გაჩერებულ მდგომარეობას, რომელშიც ჩვენი ქვეყნის ინფრასტრუქტურა იმყოფება.

ამ რკინიგზიდან უნდა ევლო, მათ შორის, თბილისში მიწის ზედა მეტროს, რომელიც დაუკავშირდებოდა რუსთავს და რომელიც 2021 წელს უნდა გაეხსნა ამ ხელისუფლებას, მაგრამ აქაც მოგვატყუეს. ასევე მოგვატყუეს მაშინ, როდესაც გვითხრეს, რომ კახეთის მიმართულებით იმოძრავებდა რკინიგზა და ამ რკინიგზასაც აქედან უნდა ევლო. ასევე მოგვატყუეს მაშინ, როდესაც გვითხრეს, რომ სხვა ინფრასტრუქტურული პროექტები აშენდებოდა, როგორიც არის მაგალითად ხულო-ზარზმის დამაკავშირებელი გზა, როგორიც არის თბილისში ახალი ცენტრალური პარკი იპოდრომზე, სადაც დღეს მიმდებარე ტერიტორია, 90 ათასი კვ მეტრი ივანიშვილმა გაყიდა, სადაც უნდა აშენდეს მორიგი მულტიფუნქციური კორპუსები, რომლებიც ამ ქალას დააწება ტვირთად. ეს არის გაჩერებული ეკონომიკის, ინფრასტრუქტურის საუკეთესო ილუსტრაცია. წინა საუკუნის ინფრასტრუქტურაზე დგას დღეს ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა", - განაცხადა ბუაძემ.

 საკრებულოს წევრის თქმით, ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ვერცერთი მნიშვნელოვანი მეგა და ამბიციური ინფრასტრუქტურული პროექტი ვერ განახორციელა.

ბუაძის თქმით, "ლელო" ყველა გაჩერებულ პროექტს განახორციელებს: 

ამ ხელისუფლებამ ვერ განახორციელა ვერცერთი მნიშვნელოვანი მეგა და ამბიციური ინფრასტრუქტურული ახალი პროექტი. ამისი თვალსაჩინო მაგალითი არის გაჩერებული ანაკლიის პორტი, რომელიც ხელისუფლების ვერაგი შეტევის შედეგად გაჩერდა, რომელმაც ფაქტობრივად, დაამუხრუჭა ჩვენი ეკონომიკა და წაგვართვა არაერთი შესაძლებლობა, რადგან წაგვართვა ათი ათასობით ახალი სამუშაო ადგილი და ქვეყანას პერსპექტივა დაუკარგა. მაგრამ დღეს ჩვენ ვამბობთ, რომ "ლელო" ყველა გაჩერებულ პროექტს განახორციელებს, ჩვენ ანაკლიასაც ავაშენებთ, ქუთაისში შევქმნით ლოჯისტიკურ ცენტრს. ასევე შევქმნით საფონდო ბირჟას, რომელიც იქნება ამ ქვეყანაში ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების მთავარი წინაპირობა. ამისათვის საჭირო არის, პირველ რიგში, შეიცვალოს ხელისუფლება, რომელიც არის მთავარი განმსაზღვრელი ამ გაჩერებული პროექტების. ჩვენ მოვუწოდებთ ხელისუფლებას, გაგვცეს პასუხები ყველა იმ გაჩერებულ პროექტზე, რომელიც თბილისში და საქართველოში მრავლად დაგროვდა. საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ "ლელო" არის პოლიტიკური ძალა, რომელიც ამ პროექტებს დაასრულებს, ქვეყანაში შექმნის ამბიციურ მეგაპროექტებს, რომელიც საქართველოში იქნება ახალი ეკონომიკური შესაძლებლობების გახსნის მთავარი ბერკეტები"- თქვა მან. 

მსგავსი სიახლეები