ხმაურია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - ხელისუფლებას კერძო საკუთრების ჩამორთმევაში ადანაშაულებენ
ხმაურია ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე - კაფე “სავანეს” მეპატრონეები ხელისუფლებას კერძო საკუთრების ჩამორთმევაში და ბიზნესის განადგურებაში ადანაშაულებენ.
ისტორიული კაფეს მეპატრონეების თქმით, "ქართული ოცნება" ბიზნესს კლავს. დაზარალებულები სხდომათა დარბაზიდან პოლიციის ძალით გაიყვანეს.
რამდენიმე დღის წინ ქუთაისის სასამართლომ ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მდებარე კაფეს დანგრევის გადაწყვეტილება გამოიტანა.