ლევან ხაბეიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

29.11.23 15:36
ლევან ხაბეიშვილი იაპონიის ელჩს შეხვდა

პარტია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთი ლიდერი ლევან ხაბეიშვილი იაპონიის ელჩს ზურაბ ჭიაბერიშვილთა ერთად შეხვდა.

შეხვედრაზე განიხილეს საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები და 2024 წლის არჩევნების დამოუკიდებლად, თავისუფლად ჩატარების საკითხი.

დღეს ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად შევხვდი იაპონიის ელჩს - იშიძუკა ჰიდეკის.

2024 წელს ხელისუფლება შეიცვლება. საქართველოში უნდა განვითარდეს რკინიგზა, აშენდეს აეროპორტები, მოეწყოს ინფრასტრუქტურა და მნიშვნელოვანია, გავიზიაროთ იაპონიის გამოცდილება ამ მიმართულებით.

ცხადია, ვისაუბრეთ საქართველოში არსებულ პოლიტიკურ პროცესებზე და 2024 წლის არჩევნების გამჭვირვალე და სამართლიან პირობებში ჩატარების მნიშვნელობაზე.

ელჩს მადლობა გადავუხადეთ იმ მხარდაჭერისა და საქმიანობისთვის, რასაც იაპონია აკეთებს საქართველოსთვის. მათ შორის, იმ უამრავ პროექტზე, რომელსაც სხვადასხვა რეგიონსა თუ ქალაქში ახორციელებენ". - წერს ხაბეიშვილი.

მსგავსი სიახლეები