რატომ არ შეიძლებოდა ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - აქუბარდია

29.11.23 15:57
რატომ არ შეიძლებოდა ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - აქუბარდია

რატომ არ შეიძლებოდა მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს შვილი სამხედრო სამსახურში გაეშვა და არა სახელმწიფო თვითმფრინავით სასწავლებლად?! - ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ თეონა აქუბარდიამ პარლამენტის ტრიბუნიდან, „თავდაცვის კოდექსში“ დაგეგმილი ცვლილებების პროექტის განხილვისას გააკეთა.

აქუბარდიამ თქმით, ერთადერთი ვინც ახსენდება, რომ შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა, ყოფილი თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო.

„რომელიმე პოლიტიკოსის, მთავრობის რომელი წევრის შვილი ჯარში წავიდა? ასეთი რამ ვიცით? - არ ვიცით! ერთადერთი ვინც მახსენდება, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია იყო, რომელმაც შვილი სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაუშვა. ეს კარგი იყო, მაგრამ რატომ არ შეიძლებოდა იგივე მოქმედი ხელისუფლების წარმომადგენელს გაეკეთებინათ და არა სახელმწიფო თვითმფრინავით გაეშვა შვილი სასწავლებლად?! ამ მოცემულობაში გასაკვირი არ არის, რომ დამოკიდებულებები არ იცვლება“, - განაცხადა აქუბარდიამ პარლამენტის სხდომაზე.

მსგავსი სიახლეები