"ოცნების" შეუსრულებელი პროექტები - გოცირიძის თქმით, საარჩევნო დაპირებები შემდეგ არც კი ახსენდებათ

29.11.23 17:19
"ოცნების" შეუსრულებელი პროექტები - გოცირიძის თქმით, საარჩევნო დაპირებები შემდეგ არც კი ახსენდებათ

"ოცნების" მიერ ჩაგდებული და შეუსრულებელი პროექტები - ოპოზიციაში ფიქრობენ რომ მმართველი გუნდი დაპირებებს წინასაარჩევნოდ ხალხის გულის მოსაგებად გასცემს, რეალურად კი არაფერს აკეთებს.

საარჩევნოდ უამრავ ისეთ რაღაცას ამბობენ, რომელიც შემდეგ არც კი ახსენდებათ. მაგალითად, მტკვარი მცხეთიდან ორთაჭალის ჰესამდე უნდა გადაქცეულიყო სატრანსპორტო არტერიად და ესეც ერთ-ერთი დაპირება იყო სხვათაშორის "ოცნების", ისევე როგორც იპოდრომის პარკი, რომლის არათუ მშენებლობა არ არის დაწყებული, არამედ ის ერთი ტრაქტორიც, რომელიც იდგა, ისიც კი სხვაგან წაიყვანეს. ამიტომ, ეს მეთოდი მათ ახასიათებთ". - ამბობს რომან გოცირიძე. 

"ოცნების" მიერ ჩაგდებული და შეუსრულებელი პროექტების სია დღეს ,,პარტია ლელოს" ლიდერმა საბა ბუაძემ გაასაჯაროვა. შეუსრულებელი დაპირებების სიაში მოხვდა კახეთის რკინიგზა, რომლის რეაბილიტაციის პირობაც ბიძინა ივანიშვილმა გასცა. სიაშია მერი კალაძის წინასაარჩევნო დაპირებაც - მიწისზედა მეტროსადგურებთან დაკავშირებითაც.

მსგავსი სიახლეები