ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და სააკაშვილის მოწოდებას- ბეჟაშვილი

29.11.23 17:05
ადამიანები, ვინც პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში განიხილებიან, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და სააკაშვილის მოწოდებას- ბეჟაშვილი

ის ადამიანები, ვინც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ბრძოლაში, იზიარებენ მანიფესტის სულისკვეთებას და მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა პოლიტსაბჭოს სხდომამდე განაცხადა.

მისი თქმით, კარი ღიაა ყველა იმ ადამიანისთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ერთიანობის ფორმატში „ნაციონალურ მოძრაობაში“ ბრძოლა.

ის ადამიანები, რომლებიც დღეს განიხილებიან პოლიტსაბჭოს გაფართოებულ შემადგენლობაში, შემოდიან ამ ბრძოლაში, იზიარებენ ერთიანობის მანიფესტის სულისკვეთებას, მიხეილ სააკაშვილის მოწოდებას. ბუნებრივია, სია ღია არის და კარი ღია არის "ნაციონალური მოძრაობისთვის" ყველა იმ ადამიანისთვის, რომელთათვისაც მნიშვნელოვანი არის ერთიანობის ფორმატში "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ბრძოლა, ამიტომ ეს სია შეიძლება გაიზარდოს. სიის დამტკიცებასთან დაკავშირებით დღეს პოლიტსაბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას". - გაბნაცხადა ბეჟაშვილმა.

მსგავსი სიახლეები