თბილისის ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრები, დეკემბერში გაიმართება

29.11.23 18:20
თბილისის ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან ენმ-ს პოლიტსაბჭოს წევრები, დეკემბერში გაიმართება

"ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან პოლიტსაბჭოს წევრები, დეკემბერში გაიმართება და ირაკლი ეძგვერაძეს თბილისის ორგანიზაციაში წამყვანი თანამდებობა გადაეცემა" - ამის შესახებ განცხადება ენმ-ის წევრმა ირაკლი ფავლენიშვილმა გააკეთა.

მისი თქმით, "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" "შიდა დემოკრატიის უპრეცედენტო მაგალითს აჩვენებს".

„ირაკლი ეძგვერაძეს და სხვა ადამიანებს, რომლებსაც ექნებათ წამყვანი თანამდებობა თბილისის ორგანიზაციაში, აუცილებლად ვიხილავთ პოლიტსაბჭოში, თუმცა იმის შემდგომ, რაც გაიმართება ყრილობა, სადაც ოფიციალურად დამტკიცდებიან და აირჩევიან ეს ადამიანები თანამდებობაზე. ეს ყრილობა ჩატარდება დეკემბრის თვეში და, რა თქმა უნდა, „ნაციონალური მოძრაობა“ ბოლო თვეების განმავლობაში აჩვენებს უპრეცედენტო მაგალითს შიდა დემოკრატიის და მათ შორის მსგავსი ტიპის თანამდებობის მქონე ადამიანები, როგორიც ბატონი ირაკლია, იქნებიან არჩეულები ფართო ჩართულობით.“ - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა

 

 

მსგავსი სიახლეები