შეირაღებული სამხედროები ხურვალეთში და შეშინებული მოსახლეობა - რისთვის ემზადება საოკუპაციო რეჟიმი?
ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეების ტერორს აგრძელებენ. შეირაღებული სამხედროები დღეს სოფელ ხურვალეთში გამოჩდნენ, რასაც პანიკა მოჰყვა. ხალხი შეშინებულია და დახმარებას ითხოვს, ქართული პოლიცია კი ადგილზე არ იმყოფება. დრონით გადაღებულ კადრებში, რომელიც ანტისაოკუპაციო მოძრაობის წევრებმა გაავრცელეს ჩანს, რომ საოკუპაციო რეჟიმის 15 კაციანი დაჯგუფება მთის ფერდობზე გადაადგილდება, საიდანაც მთელს სოფელს აკონტროლებს.
ეს ის ადგილია, სადაც გასულ წელს ოკუპანტებმა უკანონო ნაგებობები ააშენეს. რისთვის ემზადება საოკუპაციო რეჟიმი? ფაქტია, რომ რუსი სამხედროები განსაკუთრებით გააქტიურდნენ თამაზ გინტურის მკვლელობის შემდეგ, რაც იმის მანიშნებელია, რომ ოკუპანტი სავარაუდოდ მუქარის შესრულებას იწყებს ე.წ საზღვრების გაკონტროლების შესახებ. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ამბობენ, რომ ფაქტს საქართველოს ხელისუფლება სხვადასხვა ფორმატებში განიხილავს.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.