რუსეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელს "ერთგულების შეთანხმებაზე" მოაწერინებს

29.11.23 19:22
რუსეთი უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ხელს "ერთგულების შეთანხმებაზე" მოაწერინებს

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი "ერთგულების შეთანხმების" შესახებ. 

ახალი კანონპროექტი, რუსეთში მცხოვრები უცხო ქვეყნის მოქალაქეებს დაავალდებულებს თავი შეიკავონ მოსკოვის ოფიციალური პოლიტიკის კრიტიკისგან, საბჭოთა სამხედრო ისტორიის დისკრედიტაციისაგან და "ტრადიციული ოჯახური ღირებულებების" საწინააღმდეგო განცხადებებისაგან. 

რუსული სამთავრობო მედია TASS-ის ინფორმაციით, კანონპროექტით ყველა უცხოელი, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე შევა, ვალდებული იქნება ხელი მოაწეროს აღნიშნულ დოკუმენტს, რომელიც მათ საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვის უფლებას შეუზღუდავს. 

ამასთანავე, კანონპროექტი მოიცავს შეზღუდვებს მორალის, ოჯახისა და "არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის პროპაგანდის" საკითხებზე. 

მსგავსი სიახლეები