"კარი ღიაა და გელოდებით" - ხაბეიშვილის მიმართვა თანაპარტიელებს და ყოფილი თავმჯდომარეების კონტრშეთავაზებები
კარი ღიაა და გელოდებით - ლევან ხაბეიშვილი თანაპარტიელ ოპონენტებს მიმართავს. ახლა კითხვაა, ვინ მოაწერს ხელს სააკაშვილის მანიფესტს. ამაზეა დამოკიდებული პარტიის პოლიტსაბჭოს გაფართოება. ხაბეიშვილი ოპონენტებს პარტიის მმართველ რგოლში ჩართვას სთავაზობს, თუმცა ამისთვის ერთი პირობაა შესასრულებელი - ერთობის მანიფესტის გაზიარება. დღეს ცნობილი გახდა ვინ დათანხმდა თავმჯდომარის წინადადებას. პოლიტიკურ საბჭოში 20 ახალი წევრი შეიყვანეს. მათ შორის ძველი პოლიტსაბჭოს წევრებიც.
პარტიის თავმჯდომარის წინადადებას ერთ საათში კონტრშეთავაზებები მოყვა. ნუ ეჭიდები სკამს - ამჯერად ხაბეიშვილის გადადგომა თბილისის ორგანიზაციის ყოფილმა თავმჯდომარეებმა მოითხოვეს. ამბობენ, რომ დღეს არსებული დაპირისპირება ახლი მენეჯმენტის დამსახურებაა. ეს ის ხალხია, ვინც მანიფესტის რამდენიმე პუნქტს კატეგორიულად არ იზიარებს და შესაბამისადდ არც დუკუმენტის ხელმოწერას გეგმავს. რაც იმას ნიშნავს, რომ პარტიაში არსებულ დაპირისპირებას ჯერ დასასრული არ უჩანს.
დეტალები ნახეთ, ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში.