უხერხულობას რა უნდა მიქმნიდეს, რა მე ვთხოვე? - ოდიშარია კრემლის მიერ "ოცნების" ქებაზე
კრემლის აპლოდისმენტები "ოცნებას" - მმართველი გუნდის წევრი ბექა ოდიშარია ამბობს, რომ ქება მოსკოვიდან უხერხულობას არ უქმნის.
ოდიშარიას თქმით, დამპყრობელ ქვეყანას ხასიათში უზის, რომ მიიწეროს ყველაფერი ის, რაც მის მიმდებარე ქვეყნებში ხდება.
უხერხულობას რა უნდა მიქმნიდეს, რა მე ვთხოვე? ჯერ რა შეკითხვაა, უხერხულობას გიქმნის და ტანში ჟურანტელი გივლით. გითხარით, რომ არ მაინტერესებს. ოკუპანტია ქვეყანა, არის სახელმწიფო, რომელსაც დამპყრობლური ინსტიქტები აქვს, მას ხასიათში უზის, რომ მიიწეროს ყველაფერი ის, რაც მის მიმდებარე ქვეყნებში ხდება. კარგს მიიწერს, ცუდს მიაწერს". - ამბობს ოდიშარია.
აპლოდისმენტები ქართულ ოცნებას. მოსკოვი საქართველოს ხელისუფლების მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს. მადლობას უხდიან, იმ გამბედაობისთვის, რომელიც მმართველმა გუნდმა გამოიჩინა და ანტირუსულ ისტერიას არ დაემორჩილა. გზავნილები მოსკოვიდან და "ქართული ოცნების" რიტორიკა ერთი-ერთში ემთხვევა ერთმანეთს. რუსეთის დუმის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტში ამბობენ, რომ ქართულ ოცნება ეროვნული ინტერესებით ხემძღვანელობს.
მოსკოვიდან გვაყვედრიან, რომ ქართული ეკონომიკის ზრდა რუსი ტურისტების დამსახურებაა. იმ ფონზე, როდესაც ევროკავშირი რუსეთისთვის სანქციების მე-12 პაკეტს ამზადებს, ქართული ოცნების კეთილგანწყობას კრემლში განსაკუთრებით აფასებენ.