ისევ რუსეთთან, ისევ ერთ მაგიდასთან - ამჯერად, ლავროვთან შესახვედრად დარჩიაშვილი ემზადება

29.11.23 20:31
ისევ რუსეთთან, ისევ ერთ მაგიდასთან - ამჯერად, ლავროვთან შესახვედრად დარჩიაშვილი ემზადება

 

 

ისევ რუსეთთან, ისევ ერთ მაგიდასთან.  ამჯერად სერგეი ლავროვთან შესახვედრად საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ემზადება. ეუთოს მინისტერიალზე რუსეთის მთავარი დიპლომატის მიწვევამ ევროპის ქვეყნებში პროტესტი გამოიწვია. ლიტვა, ლატვია, ესტონეთი და უკრაინა მაკედონიის სამიტს ბოიკოტს უცხადებენ, თუმცა საქართველო მათ შორის არ არის. "ოცნება" შანსს არ უშვებს ხელიდან რომ რუსეთის გვერდით აღმოჩნდეს. 

ილია დარჩიაშვლი ეუთოს სამიტზე ოკუპაციაზე სალაპარკოდ ჩადის - ეს არის "ქართული ოცნების" არგუმენტი. თუმცა მმართველ გუნდს არავითარ უხერხულობას არ უქმნის, რომ სწორედ ოკუპანტი სახელმწიფოს ერთ-ერთ ლიდერთან ერთად მოუწევს შეხვედრებში მონაწილეობა.  ხელისუფლება თავის მართლების რეჟიმში მას შემდეგ გადავიდა, რაც ლელომ დარჩიაშვილის ვიზიტს საგანგებო ბრიფინგი მიუძღვნა.   პარტიაში ოცნებას მოუწოდებენ, რომ იმ ქვეყნებს მიბაძონ, ვინც ღირსებაზე უარი არ თქვა.

დეტალები, ინა ცარციძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები