ცვლილებები თავდაცვის კოდექსში - თუ სტუდენტი ხარ და უცხოურ უნივერსიტეტში სწავლობ, ჯარში მაინც გაგიშვებენ
ყველა ჯარში. თუ სტუდენტი ხარ და უცხოურ უნივერსიტეტში საქართველოდან დისტანციურად სწავლობ, ჯარში მაინც გაგიწვევენ. თუ ფინანსური სიდუხჭირის გამო სტატუსი შეგიჩერდათ, ჯარში წასვლა მაინც მოგიწევთ. თუ რელიგიური ორგანიზაციის წარმომადგენელი ხარ, არ დაგიჯერეს და მაინც გაგიწვიეს, რომ გაასაჩივრო, სამხედრო სამსახურს თავს სასამართლო დავის წარმოების დროსაც კი ვერ აარიდებ. ეს "ოცნების" მიერ მომზადებული ცვლილებებია, რომელსაც პარლამენტში დაჩქარებული წესით განიხილავენ. ახალი პროექტი ოპოზიციამ უკვე შეაფასა როგორც რეპრესიული და დისკრიმინაციული.
დეტალები ნახეთ, ლიკა ჯანყარაშვილის რეპორტაჟში.