"თვითგამოცხადებული ჯამბაზი"; "სოფლის იდიოტი" - დაპირისპირების ახალი ფრონტი პარლამენტში

29.11.23 20:41
"თვითგამოცხადებული ჯამბაზი"; "სოფლის იდიოტი" - დაპირისპირების ახალი ფრონტი პარლამენტში

 

"თვითგამოცხადებული ჯამბაზი ირაკლი ზარქუა" - ოპოზიციამ "ოცნების" დეპუტატს ეს სტატუსი დღეს გაკეთებული განცხადებების გამო მიანიჭა. სალომე სამადაშვილმა ზარქუას  მისთვის კარგად ნაცნობ ფრანგულ ენაზე შეუთვალა, რომ სოფლის იდიოტია. დაპირისპირების ახალი ფრონტი პარლამენტში დღეს "ოცნებამ" გახსნა და ოპოზიციის პასუხმაც არ დააყოვნა. 

მმართველი პარტია ოპოზიციას იმის გამო ლანძღავდა, რომ დეპუტატებმა სამუშაო ჯგუფებში მონაწილეობაზე უარი თქვეს. ეპიცენტრში ირაკლი ზარქუა იყო, რომელიც თავს ტრადიციულად სალომე სამადაშვილს და გიორგი  ვაშაძეს დაესხა. " უნდა ჩასვა თაფლში და გამოფინო იმის დასანახად, თუ როგორი არ უნდა იყოს პოლიტიკოსი" - ამბობდა "ოცნების" დეპუტატი კოლეგებზე.

დეტალები ნახეთ, ხატია სამხარაძის რეპორტაჟში.

მსგავსი სიახლეები