„თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს

29.11.23 21:39
„თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს

დაჩქარებული წესით „თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს.

საქართველოს პარლამენტის ცნობით, მომხსენებელმა, თავდაცვის მინისტრის მოადგილე გრიგოლ გიორგაძემ კომიტეტის წევრებს ის ცვლილებები და შესწორებები გააცნო, რომელიც პროექტმა პირველი მოსმენის შემდეგ განიცადა.

„როგორც მომხსენებელმა საკითხის განხილვისას განმარტა, ცვლილებების პროექტი დისტანციურ სწავლებაზე მყოფ სტუდენტებისთვის ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევის ახალ მიდგომას, სამხედრო სამსახურში გაწვევასთან დაკავშირებით სასამართლოში გასაჩივრების ვადების დაჩქარებას, სამხედრო სამსახურში მყოფ წვევამდელის შვილის შეძენის შემთხვევაში სამსახურის გაგრძელების საკითხებს და მორიგი სამხედრო წოდების მინიჭების პროცედურებს არეგულირებს.

კომიტეტის წევრებმა „თავდაცვის კოდექსში" შესატან ცვლილებებს და მისგან გამომდინარე კანონპროექტთა პაკეტს მეორე მოსმენით მხარი დაუჭრეს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები