"გაუგებარია" - პრეზიდენტის თქმით, "ოცნება" ბავშვებს ემუქრება, რომ მასთან შეხვედრებზე არ მივიდნენ

30.11.23 11:19
 "გაუგებარია" - პრეზიდენტის თქმით, "ოცნება" ბავშვებს ემუქრება, რომ მასთან შეხვედრებზე არ მივიდნენ

საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის ევროინტეგრაციის პროცესს აფერხებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე ისაუბრა. სალომე ზურაბიშვილისთვის გაუგებარია, რატომ უკრაძალავს "ოცნება" სკოლის მოსწავლეებს და სტუდენტებს მისვლას იქ, სადაც პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული კამპანიის ფარგლებში შეხვედრებს მართავს. მთავარსარდალი პირდაპირ ამბობს, რომ კობახიძე-ღარიბაშვილის გუნდი ემუქრება  ყველას, ვინც მასთან აღნიშნულ შეხვედრებზე დადის.

ძალიან ნიშანდობლივია, რომ დღეს არსებობს ეროვნული თანხმობა, რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს. როცა ყოველ დღე უნდათ, რომ გვაჩვენონ, რამდენად პოლარიზაებულია პოლიტიკური სპექტრი. არის პოლარიზებული პოლიტიკური სპექტრი, მაგრამ ამის უკან დგას საზოგადოება, რომელიც არის გაერთიანებული მთავარ საკითხებზე. მთავარი საკითხები რა არის? მე მინდა ჩემი შვილებისთვის და ჩვენი მომავლისთვის ევროპა და მე არ მინდა რუსეთი. ამის მომხრეა უზარმაზარი უმრავლესობა ამ ქვეყანაში ად თუ პოლიტიკურპარტიები ამას ვერ ხედავენ, ცუდია მათთის.

მე ვიყავი ახლა სოფლებში. ჩემთვის ძალიან გაუგებარია, რომ მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები არ ხვდებიან პრეზიდენტს, როცა ჩადის ადგილზე. არ ხვდებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს, როცა ისინიც ესწრებიან ამ ღონისძიებებს, რომლის მიზანიც ერთია, ეს არის ევროპული გზა საქართველოსი. არანაირი სხვა შიდა პოლიტიკური ძახილები იქ არ არის. კიდევ უარესი, სკოლის ბავშვების მიმართ მუქარა, რომ არ მიხვიდეთ, ეს ხომ საერთოდ არ მესმის და არც ის მესმის, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი არ აძლევს უფლებას სტუდენტებს, რომ გაშალონ მაგიდები და ხელი მოაწერონ ამ ძალიან მარტივ განცხადებას, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. 

 

მსგავსი სიახლეები