როგორ უნდა დასრულდეს კლანური მმართველობა სასამართლოში? - "სასამართლო გუშაგის" 17 პუნქტიანი გეგმა

30.11.23 11:43
როგორ უნდა დასრულდეს კლანური მმართველობა სასამართლოში? - "სასამართლო გუშაგის" 17 პუნქტიანი გეგმა

როგორი თამაშის წესები აქვთ იუსტიციის უმაღლეს საბჭოში? - საკითხზე დილიდან "სასამართლოს გუშაგი"  საუბრობს. მესამე სექტორში ფიქრობენ, რომ საკანონმდებლო პროცესები სასამართლო რეფორმას არ ემსახურება.

არასამთვრობო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის დაჯგუფების გავლენები წლიდან წლამდე ისე იზრდება, რომ სასამრთლოში თითქმის, არ დარჩა დამოუკიდებელი მოსამართლე.

ნაზი ჯანეზაშვილის გუნდმა პრობლემის მოსაგვარებლად 17 რეკომენდაცია შეიმუშავა, მათ შორის, უმთავრესი ევროკომისიის მიერ გავრცელებული რეკომენდაციების შესრულებაა.

ჩვენ ვფიქრობთ, რომ ერთ-ერთი გამოსავალია, გაიზარდოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში არამოსამართლე წევრების რაოდენობა და ვფიქრობ, რომ ისინი უნდა იყვნენ უმრავლესობაში. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი არის გადაიხედოს იუსტიციის საბჭოს მდივნის კომპეტენცია და ზოგადად სტატუსი. ნეპოტიზმისგან თავის არიდების მიზნით, მნშვენელოვანია, რომ მოხდეს დეკლარირება მოსამართლეების მხრიდან. თუ პირობებს არ შეასრულებენ, საქართველოსთვის ეს იქნება ძალიან ცუდი და ევროინტეგრაციისთვის უკან გადადგმული ნაბიჯი, - აღნიშნა ნაზი ჯანეზაშვილმა.

უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე თამარ ლალიაშვილი მიიჩნევს, რომ საქართველოს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი, რადგან მას მურუსიძე-ჩინძალაძის კლანი მართავს.

სასამართლოს კლანი მართავს, მაგრამ კლანს კიდევ სხვა ბიჭები მართავენ. ცუდი ბიჭები, მურუსიძე-ჩინჩალაძის სახით და კიდევ მათი გარშემომყოფი მოსამართლეები, რომლებიც სისტემატურად არღვევდნენ კანონს. ეს ბიჭები "ოცნების" ხელისუფლების პირობებში კარგ ბიჭებად იქცნენ, მათ ტერმინებს ვიხმარ, და სასამართლო ამით გახდა დამოუკიდებელი. რა თქმა უნდა, ეს ყველას და ყველაფრის მოტყუებაა. საზოგადოებაც და ნებისმიერი ჩვენგანი ხედავს, რომ სასამართლო არ არის დამოუკიდებელი". - განაცხადა თამარ ლალიაშვილმა.

მსგავსი სიახლეები