რატომ დუმს საზოგადოება? - პრეზიდენტი არჩევნებში ემიგრანტების ჩართულობის მნიშვნელობაზე საუბრობს
საქართველოს პრეზიდნეტი არჩევნებში საზღვარგარეთ მყოფი საქართელოს მოქალაქეების ჩართულობის აუცილებლობაზე საუბრობს. სალომე ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია ხმის მცემის საშალება ჰქონდეს ყველას, ვინც საკუტარ ოჯახებს ქვეყნის ფარგლებს გარედან არჩენს.
მილიონი ჩვენი თანამემამულე ცხოვრობს დღეს საზღვრებს გარეთ, მათ შორის, ძალიან ბევრი არალეგალი და არაფერი კეთდება და სხვათშორის, არცერთი ხელისუფლება ქამდე არ დაინტერესდა, რომ ეს რაოდენობა, რიცხოვნობა ჩვენი თანამემამულეების, რომლებიც მონაწილეობენ არჩევნებში და ეს არის მათი უფლება, გაიზარდოს. რატომ? იმიტომ, რომ ყველას ჰქონდა ინტერესი იმის, რომ ის პატარა ჯგუფი, რომელიც საელჩოს ირგვლივ არის კარგად მოკალათებული, იმათი მონაწილეობა არჩევნებშ ითვლებოდა სრულიად საკმარისად და რატომ ავიტკიოთ თავიდა დავიწყოთ რაღაც კამპანია საზღვარგარეთ, რომელიც ბევრად უფრო რთული იქნებოდ, დიასპორის საარჩევნო უფლებები თუ მოქალაქეების გამარტივების საკითხი. რატომ დუმს საზოგადოება, როცა, პრაქტიკულად, ყველა ოჯახში არის ვიღაცა, რომელიც ცხოვრობს საზღვარგარეთ? უნდა იყოს ჩვცენი საზოგადოება ბევრად უფრო დაინტერესებული, რომ ეს ადამიანები, რომლებისგანაც ღებულობენ ხშირად ტრანსფერებს, ჩვენს პოლიტიკურ ცხოვრებაში ღებულობდნენ მონაწილეობას, - განაცხადა პრეზიდენტმა.