ეუთოს სამიტზე ერთ მაგიდასთან დარჩიაშვილი და ლავროვი დასხდებიან - რას ამბობს დავითაშვილი

30.11.23 11:25
ეუთოს სამიტზე ერთ მაგიდასთან დარჩიაშვილი და ლავროვი დასხდებიან - რას ამბობს დავითაშვილი

მთელი მსოფლიოს ყურადღების ცენტრში ახლა მაკედონიის დედაქალაქია. სკოპიეში ეუთოს მინისტერიალი იხსნება. შეხვედრაზე ერთი მაგიდის გარშემო იქნებიან ევროკავშირის საგარეო მინისტრები და რუსეთის პირველი დიპლომატი. სერგეი ლავროვი მინისტერიალზე უკვე იმყოფება. ამ სამიტს ესწრება საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიააშვილი.

დააყენებს თუ არა რუსი ოკუპანტების მიერ საქართველოს მოქალაქეების მკვლელობის საკითხს ეუთოს მინისტერილის დღის წესრიგში ილია დარჩიააშვილი და მოსთხოვს თუ არა ოკუპანტი ქვეყნის პირველ დიპლომატს პასუხებს?! - ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრის ლავროვთან ერთად ერთ მაგიდაზე დასხდომას მედიის მიერ შექმნილ სკანდალს უწოდებს ვიცე-პრემიერი ლევან დავითაშვილი, რომელიც რამდნეიმე ხნის წინ პუტინთანე რთად ესწრებოდა შეხვედრას.

თქვენ არ გაინტერესებთ საქართველოს ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები ჩვენს უმნიშვნელოვანეს ეკონომიკურ პარტნიორებთან. თქვენ არ გაინტერესებთ ის მნიშვნელოვანი ფორუმი, რომელიც საქართველოში იმართება. არ გაინტერესებთ საქართველოს ეკონომიკური პროგრესი და შესაძლო ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივები. თქვენ გინდათ მხოლოდ სკანდალის შექმნა, რომელიც არ გამოგივათ, იმიტომ, რომ საქართველო მიიღებს მონაწილეობას ყველა იმ პლატფორმაზე, სადაც ჩვენ შევძლებთ საქართველოს ინტერესების გამოხატვას". - აღნიშნა დავითაშვილმა


 

მსგავსი სიახლეები