IT სკოლები სოფლებსა თუ ქალაქებში ქართველი ახალგაზრდებისთვის - "ლელოს" ინიციატივა

30.11.23 12:14
IT სკოლები სოფლებსა თუ ქალაქებში ქართველი ახალგაზრდებისთვის - "ლელოს" ინიციატივა

ქართველი ახალგაზრდებისთვის წართმეული განათლების სრულფასოვნად მიღების შესაძლებლობა - "ლელო საქართველოსთვის" წევრმა დეა მეტრეველმა საგანგებო ბრიფინგზე საქართველოში  IT სკოლების მნიშვნელობაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ IT ტექნოლოგიური სივრცე დღეს რუსეთიდან შემოსულ მიგრანტებს აქვთ ათვისებული, ვინაიდან სახელმწიფო არ ატარებს შესაბამის პოლიტიკას ამ მიმართულებით.

სწორედ ამიტომ "ლელო" აცხადებს, რომ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში, IT სკოლებს დააფუძნებს.

დღეს ქართული სახელმწიფო გაჩერებულია, რადგან ჩვენს ქვეყანას არ აქვს ამბიცია დაძრას და განახორციელოს მეგა-პროეტები. დღეს ქართველ ახალგაზრდებს არ აქვთ განათლების მიღების სრულფასოვანი შესაძლებლობა. განათლების სისტემა დგას მწვავე ინფრასტრუქტურული და მეთოდოლოგიური პრობლემების წინაშე. ამის პარალელურად განათლების სამინისტრო, რეფორმების საფარქვეშ დამალული, პოლიტიკური დღის წესრიგის გატარებითაა დაკავებული. ებრძვის დამოუკიდებელ დირექტორებს, ვერ უზრუნველყოფს სასკოლო ინფრასტრუქტურის განვითარებას და საბოლოო ჯამში, მომავალს ართმევს ჩვენს შვილებს.

დღეს მსოფლიოში არსებული ტექნოლოგიური განვითარება, სულ უფრო მეტ მაღალანაზღაურებად პროფესიას ქმნის ბაზარზე. ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ თანამედროვე ტექნოლოგიებს 18-19 წლის ასაკში ახერხებენ საშუალოზე ბევრად მაღალი ხელფასის მქონე სამსახურის შოვნას და ქმნიან საკუთარ წარმატებას.

სწორედ ასეთი სფეროა საინფორმაციო და კომპიუტერული ტექნოლოგიები. ამ სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა სტაბილურად იზრდება როგორც მსოფლიოში ასევე საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში ამ სფეროში დასაქმებული ადამიანების რაოდენობამ, 2022 წელს 36 707 ადამიანს მიაღწია, რაც 2021 წელთან შედარებით 20% -იანი ზრდაა. 

რაც შეეხება ანაზღაურებას, 2022 წელს ეს მაჩვენებელი საშუალოდ 3200 ლარს შეადგენდა, რაც 2021 წელთან შედარებით 56%-იანი ზრდაა. აღსანიშნავია ისიც, რომ 2021 და 2022 წლებში, საუკეთესო 100 სტუდენტიდან, დაახლოებით 90% სწორედ პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების შემუშავების პროგრამებზე  ჩაირიცხა.

ის რომ IT უმნიშვნელოვანესი მიმართულება და პერსპექტიული სივრცეა დაადასტურა წალენჯიხის IT სკოლამ, ერთ წელიწადში 150-მა ახალგაზრდამ მიიღო პროფესიული განათლება და კონკურენტუნარიან ბაზარზე ოპერირების საშუალებ მიეცათ. დღეს წალენჯიხიდან ახალგაზრდები საქმდებიან მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში და ეს რეალობაა!

ამ რეალობის მიუხედავად IT ტექნოლოგიური სივრცე დღეს რუსეთიდან შემოსულ მიგრანტებს აქვთ ათვისებული და უკონკურენციო გარემოს ქმნიან, ვინაიდან სახელმწიფო არ ფიქრობს და არ ატარებს შესაბამის პოლიტიკას ამ მიმართულებით. როგორც ყველგან ასვე განათლების სისტემაში უმთავრესი პრობლემ არის ის, რომ საქართველოს ხელისუფლება ემსახურება რუსეთს და არა საკუთარი ხალხის ინტერესებს". - განაცხადა დეა მეტრეველმა.

ნიკა ჩერქეზიშვილის თქმით, "ლელოს" მიერ ინიცირებული პროექტი IT სკოლებთან დაკავშირებით ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომს გახდის ასეთ მაღალანაზღაურებად სფეროში განათლების მიღებას.

სტატისტიკა და ფაქტები, რომელიც დეამ მოიყვანა, ნამდვილად შთამბეჭდავია. მაგრამ სავალალოა მეორე მხარეს არსებული რეალობა, რომელშიც საჯარო სკოლების მოსწავლეების დიდ ნაწილს ფაქტობრივად არ მიუწვდება ხელი ხარისხიან განათლებაზე. ჩემს უკან მდგომი ეს ნანგრევები ამ მოცემულობის ნათელი დადასტურებაა.

ქვეყანაში, რომელშიც განათლების მინისტრის შვილიც კი კერძო სკოლაში იღებს განათლებას, ნათელია, რომ სახელმწიფო ვერ ქმნის გარემოს, რომელშიც ჩვენი შვილები შეძლებენ დაეუფლონ მაღალანაზღაურებად პროფესიებს, ხოლო მოსახლეობას ნამდვილად არ აქვს შესაძლებლობა ისეთ ძვირადღირებულ სფეროში გაუკვალონ გზა საკუთარ შვილებს, როგორიც საინფორმაციო ტექნოლოგიებია.

"ლელოს" გეგმებში სწორედ ამიტომ უჭირავს უმნიშვნელოვანესი ადგილი ისეთ მეგაპროექტს, როგორიც არის IT სკოლები საქართველოს სოფლებსა თუ ქალაქებში. „ლელო“ ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ყველა რეგიონში, IT სკოლებს დააფუძნებს, რათა ქართველ ახალგაზრდებს ქონდეთ საშუალება შეაღონ კარი ამ უდიდეს და პერსპექტიულ სივრცეში. ჩვენ უკვე გვაქვს ამის გამოცდილება წალენჯიხაში, ეს წარმატებული გამოცდილებაა. ნიკო კვარაცხელია სახელობის IT სკოლაში უკვე 150 ზე მეტმა მოსწავლემ მიიღო განათლება და მათი უნარები არაფრით ჩამოუვარდება მსოფლიოს წამყვან საინფორმაციო ტექნოლოგიების სასწავლებლებში მიღებულ ცოდნას.

"ლელოს" მიერ ინიცირებული ეს პროექტი, ყველა ოჯახისათვის ხელმისაწვდომს გახდის ასეთ მაღალანაზღაურებად სფეროში განათლების მიღებას. ლელო თვლის, რომ საქართველოს მომავალი ცოდნასა და განათლებაშია. ჩვენ უნდა ვაქციოთ ცოდნა კაპიტალად,ქვ რომელიც გაამდიდრებს თითოეულ ქართველს". - აღნიშნა ნიკა ჩერქეზიშვილმა.

 

მსგავსი სიახლეები