"შენი ხმა ევროპას" - თბილისში პროევროპული მარშისთვის ემზადებიან

30.11.23 11:53
"შენი ხმა ევროპას" - თბილისში პროევროპული მარშისთვის ემზადებიან

"შემი ხმა ევროპას" -  თბილისში პროევროპული მარშისთვის ემზადებიან. 9 დეკემბერს მოქალაქეეებს ევროპის მოედანზე ელოდებიან. მოქმედებაზე 70-ზე მეტი არასამთავრობო ორგანიზაცია გადავიდა. 

ხელისუფლების დუმილის ფონზე ხალხმა გადაწყვიტა, ევროპას საკუთარი ხმა ქუჩიდან გააგონონ. 15 დეკემბერს უნდა გადაწყდეს, ანიჭებს თუ არა ევროკაშირი საქართველოს კანდიდატის სტატუსსს ოფიციალურად, ამიტომ გადამწყვეტ მომენტამდე ცოტა ხნით ადრე საქართველოოს რიგითი მოქაალაქეები ქალაქის ცენტრში ევროკავშრის გიგანტურ დროშას გაშლიან და ცენტრალურ სათქმელსს გააჟღერებენ.

ღონისძიების ორგანიზატორი არასამთავრობო ორგნიზაციების წევრები ამბობენ, რომ მარში აპოლიტიკური იქნება, რომელზეც ელოდებიან ყველას, მათ შორის, პოლიტიკურად დაპირისპირებულ მხარეებსაც. 

საბოლოო გადაწყვეტილებამდე გვინდა, კიდევ ერთხელ ევროკავშირს გავაგონოთ ქართველი ხალხის ხმა, ჩვენი მყარი არჩევანი და გვინდა, რომ საერთაშორისო პრესაშიც მოხვდეს ეს ამბავი. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ ყველაზე დიდი დროშ გავშალოთ სწორედ აქ, ევროპის მოედანზე და რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვინდა, რომ ეს დროშა შეიკეროს ჩვენი შეგროვებული ფულით და ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ამ დროში ვარსკვლავები შეიკერება მთელი საქართველოს მასშტაბით და ყველა იქნება ცართული ამ პროცესშ, - ამბობს კავშირ "საფარის" აღმასრულებელი დირექტორი ბაიაა პატარაია. 

მსგავსი სიახლეები